უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 იანვრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8766 ლარი ეღირება, ევრო – 3.0014 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5808 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8808 ლარი ღირდა, ევრო – 3.0263 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6013 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 იანვარს ამოქმედდება.