2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 170.8 ლარით გაიზარდა და 2 367 ლარს გაუტოლდა, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 847.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 159.7 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 2 466.2 ლარი;
საშუალო ბიზნესი – 2 750.1 ლარი;
მცირე ბიზნესი – 1 969.8 ლარი.
2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა.