საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7850 ლარი ეღირება, ევრო – 3.0345 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6102 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7865 ლარი ღირდა, ევრო – 3.0470 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6197 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 მარტს ამოქმედდება.