საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სასწავლო კურსზე: „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“. სასწავლო კურსის ავტორები არიან ცენტრის გუნდის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი თეორიული ცოდნა დარეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება.
კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორშიდასაქმებული სპეციალისტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვისდა ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკანონმდებლო/სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს.
კურსი მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ელექტროენერგეტიკის რეგულირებისმექანიზმების სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. კურსის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები.
კურსის დასრულების შემდგომ,მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი რეგულირების საკითხებზე.
სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 აპრილი. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს: https://entc.ge/ka/application_form