ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის 2025-2027 წლების სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი შეიმუშავა

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების, საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განვითარებისა და მომხმარებლებზე მორგებული გარემოს დახვეწის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ამასთან, მათივე ცნობით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვასა და სამომავლო აქტივობებზე ფინანსური ორგანიზაციების ინფორმირებულობის ზრდას.

„დოკუმენტი განსაზღვრავს საბაზრო ქცევის ზედამხედველობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს, ასევე, შეფასების ინდიკატორებსა და მათი მონიტორინგის პროცესს. იმისთვის, რომ სტრატეგიაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული დაინტერესებულ მხარეთა ინტერესები, საქართველოს ეროვნული ბანკი საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის პირველად ვერსიას აქვეყნებს. სებ-ი ჩართულ მხარეებს აქტიური კომუნიკაციისა და სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისკენ მოუწოდებს.

კომენტარებისა და მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე – This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. არაუგვიანეს 2025 წლის 4 ივლისისა. განიხილება მხოლოდ წესით განსაზღვრული ფორმით წარმოდგენილი და დასაბუთებული კომენტარები“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.