საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ მაისის განმავლობაში 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სექტორების მიხედვით, მატება დაფიქსირდა ყველა მიმართულებით, გარდა ენერგეტიკის სექტორისა.
"2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამმუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში", - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.