უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ივლისისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7227 ლარი, ევრო – 3.1910 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.7287 ლარი ეღირება.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.7236 ლარი, ევრო – 3.1882 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7376 ლარი ღირდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ ივლისს ამოქმედდება.