რჩეული სტატიები

Grid List

ქალაქ ლაიფციგის მცხოვრებმა სებასტიან რიკერმა, არყის ხის წვენის გამოყენებით, ლუდი დაამზადა. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, გერმანიის 32 წლის მცხოვრები მამაკაცი, წლების გან,ავლობაში სწავლობდა ლუდის დაყენების სხვადასხვა რეცეპტს. ამ გაზაფხულზე კი მან მოახერხა და საქსონიის ტყეში 130 ლიტრი არყის ხის წვენი შეაგროვა. სწორედ ეს წვენი გახდა ძირითადი ინგრედიენტი ლუდის ახალი სახეობისთვის - Birkenzauber ანუ „არყის ხის მაგია“. ახალი ქარვისფერი სითხის ავტორი ამტკიცებს, რომ შედეგად მიიღო მსუბუქი, ტკბილი სასმელი ყურძნის, ციტრუსებისა და ხურტკმელის ნოტებით. რიკერის მიერ ჩამოსხმული არყის ხის ლუდი სულ 600 ლიტრია და აპრილიდან უკვე იყიდება.

 

ამომავალი მზის ქვეყნის დედაქალაქში ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი „ნაკი სუმო“ - მტირალების სუმო შედგა, რომელმაც ყველაზე ხმაურიანი პატარა გამოავლინა. მტირალა ბავშვების ჩემპიონატი ტოკიოს ბუდისტურ ტაძარში - სენსო ძიში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და უამრავ მაყურებელს იზიდავს, 100-მდე ჩვილი მონაწილეობდა. იაპონიაში სჯერათ, რომ ბავშვის ტირილი ბოროტ სულებს აშინებს და რაც უფრო ხმამაღლა ტირის პატარა, მით უფრი დიდი ძალით დააჯილდოვა ის ღმერთმა და მით ბედნიერი იქნება ცხოვრებაში.

ჩემპიონატის დროს, პატარები ხელში სუმოისტებს უჭირავთ. რინგზე ორი სპორტსმენი გამოდის ბავშვებით ხელში. მსაჯის სიგნალის შემდეგ, ისინი ჩვილებს ჰაერში სწევენ და შეძახილებით, რაც შეიძლება, მათ ხმამაღლა ატირებას ცდილობენ. თუ არაფერი გამოუვათ, საქმეში უკვე მსაჯები ერთვებიან, რომელთაც დემონების ნიღბები უკეთიათ. ვინც პირველი ატირდება, გამარჯვებულიც ის არის. აღსანიშნავია, რომ იაპონელებს პატარები კონკურსზე საკუთარი ნებით მიჰყავთ. მათ სწამთ, რომ ტირილი ბავშვის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და ბოროტ ძალებს განდევნის.

კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლულებმა, ახალი ექსპერიმენტისას, რომელშიც 21 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, დაადგინეს, რომ მოწევა, არასწორი კვება და ალკოჰოლის მოხმარება ადამიანის შრომისუნარიანობაზე უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე ძილის უკმარისობა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნაწილი, რომელსაც დღე-ღამეში ექვსი ან ნაკლები საათი ეძინა, გაცილებით ნაკლებპროდუქტიული იყო სამსახურში, ვიდრე ის ჯგუფები, რომლის მონაწილეებსაც სრულფასოვანი ძილით ეძინათ. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს კავშირი ადამიანის ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და სამუშაოს პროდუქტიულობას შორის და დაამტკიცეს, რომ ფინანსური სიძნელეები ნეგატიურად აისახება სამუშაოს ხარისხზე.

 

ამერიკელმა სწავლულებმა ტულანის უნივერსიტეტიდან  დაადგინეს, რომ მარილი მეორე ტიპის დიაბეტის გამომწვევი რისკ-ფაქტორია. მათ კვლევაში 400 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვებები საკმაოდ ხანგრძლივად, 11.8 წელიწადს გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, 13 ათას სუბიექტს განუვითარდა მეორე ტიპის დიაბეტი.

ადამიანებს, რომლებიც საკვებს ზოგჯერ უმატებდნენ მარილს, 13%-ით ჰქონდათ გაზრდილი დაავადების განვითარების რისკი მათთან შედარებით, ვინც ამას იშვიათად ან საერთოდ არ აკეტებდა. ხოლო ვინც ხშირად და ყოველთვის უმატებდა საკვებს მარილს, მათი რისკები 20 და 39%-ით იყო გაზრდილი. ცნობილია, რომ დიაბეტის რისკქვეშ მყოფი ადამიანები უნდა მოერიდონ შაქარს, მაგრამ ახლა აღმოჩდა, რომ მათთვის მარილიც საზიანოა. ამას კი იმ ფაქტორით ხსნიან, რომ მარილიოანი საკვები ადამიანებს დიდი ულუფების მიღებისკენ უბიძგებს, რაც ზრდის დიაბეტის რისკ-ფაქტორების განვითარების ალბათობას. სხვა კვლევებით ისიც დადგინდა, რომ ჭარბი მარილი საკვებში უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

ღაზის სექტორში, ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ღაზის სამოქალაქო თავდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდასხმა ადგილობრივი დროით 02:00 საათზე, ოთხსართულიან შენობაზე განხორციელდა, რომელიც ომის შედეგად დევნილ 100 ადამიანს იფარებდა.

როგორც „სიენენი“ წერს, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე რამდენიმე ადამიანს ეძებენ. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტით 16-17 მაისს ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

პუტინისთვის ეს პირველი უცხოური ვიზიტი გახდება, პრეზიდენტად მომდევნო ექვსწლიანი ვადით არჩევის შემდეგ.

კრემლის ცნობით, პუტინი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩადის.

პუტინი და სი ძინპინი განიხილავენ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, განსაზღვრავენ ძირითად სფეროებს ორმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის მეტი განვითარებისთვის და გაცვლიან მოსაზრებებს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.