Featured Articles
ტრამპი სირიის პრეზიდენტთან ხვალ არაფორმალურ შეხვედრას გამართავს
- Details
- By ani
„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ შარაასთან არაფორმალურ შეხვედრას გამართავს.
არაფორმალური აუდიენცია საუდის არაბეთში შედგება.
„სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულს ადასტურებს თეთრი სახლიც. არაფორმალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.
ეს დონალდ ტრამპის და სირიის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა იქნება. სირიის ახალი ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ტრამპი ქვეყნისთვის დამსჯელი სანქციების მოხსნას განიხილავს.
