Featured Articles
ევროკომისია „ფაიზერგეითის“ სასამართლო საქმეში ყველა ბრალდებაში გაამტყუნეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსს“ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის გაცვლილ შეტყობინებებზე წვდომა არ მიეცა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ ვერ შეძლო, დამაჯერებლად აეხსნა, რატომ არ ფლობდა ის ტექსტებს.
„ევრონიუსის“ თანახმად, ევროკომისიასა და The New York Times-ს შორის Pfizer-ის წარმოებული COVID-19-ის ვაქცინის კონტრაქტებთან დაკავშირებული გამჭვირვალობის შესახებ ხანგრძლივი კამათის შემდეგ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) დღეს დაადგინა, რომ კომისიამ „ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი ახსნა მოთხოვნილი დოკუმენტების არქონის გასამართლებლად“.
სასამართლოს თანახმად, კომისიას არ შეუძლია, უბრალოდ განაცხადოს, რომ მას არ აქვს მოთხოვნილი დოკუმენტები და მან უნდა წარმოადგინოს სანდო ახსნა-განმარტებები, რომლებიც როგორც საზოგადოებას, ასევე სასამართლოს საშუალებას მისცემს, გაიგოს, რატომ არ შეიძლება ამ დოკუმენტების მოძიება.
ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ The New York Times-მა წარმოადგინა შესაბამისი და თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა კომისიის პრეზიდენტსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით ტექსტური შეტყობინებების არსებობაზე.
„ეს კონტრაქტები სრულიად უპრეცედენტო იყო, სრულიად უპრეცედენტო კონტექსტში“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამერიკულმა გამოცემამ შეტყობინებების არსებობა 2021 წელს, ბურლასთან ინტერვიუების დროს აღმოაჩინა, თუმცა მათზე წვდომის მოთხოვნისას დაბრკოლებებს წააწყდა. კომისიამ განაცხადა, რომ ტექსტების მიწოდება არ შეეძლო. შეტყობინებების მოპოვების არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ The New York Times-მა საქმე ევროპის სასამართლოს 2023 წლის იანვარში წარუდგინა. სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიამ სათანადოდ ვერ დააზუსტა, წაიშალა თუ არა მოთხოვნილი ტექსტური შეტყობინებები და თუ წაიშალა, მოხდა ეს განზრახ თუ ავტომატურად. ევროკომისიას ახლა ორი თვე აქვს მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
- Details
- By rusa
ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ აყვავებული ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიოს გეოგრაფიული ცენტრი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, სირიის პრეზიდენტთან, აჰმად ალ-შარაასთან გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ, აშშ იკვლევს ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობებს სირიასთან.
ტრამპის განცხადებით, მისთვის პატივია სირიისთვის სანქციების მოხსნა და ლიბანსაც აქვს შანსი, ჰქონდეს „უკეთესი მომავალი“ და ისეთი, რომელიც „თავისუფალი იქნება „ჰეზბოლას“ გავლენისგან“.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ალ-შარაას შესთავაზა დირექტივების სერია, მათ შორის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით აბრაამის შეთანხმებებზე ხელმოწერა, ყველა უცხოელი ტერორისტის მიერ სირიის დატოვებისკენ მოწოდება, პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია, შეერთებული შტატების დახმარება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღორძინების თავიდან აცილებაში და პასუხისმგებლობის აღება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავების ცენტრებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.
სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონისთვის წარმოუდგენელი შეთავაზებებია ხელმისაწვდომი, შემდეგ კი, ბაიდენის ადმინისტრაცია „არაკომპეტენტურობით ქაოსის შექმნაში“ დაადანაშაულა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სურს ირანთან შეთანხმების დადება, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ირანმა უნდა „შეწყვიტოს ტერორის სპონსორობა“ და „არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის „უსაფრთხოებისა და ღირსების“ მომავლს იმედოვნებს, თუმცა ეს შეუძლებელია, როდესაც ღაზის ლიდერები ძალადობას აგრძელებენ. ტრამპის თქმით, აფასებს „კონსტრუქციულ როლს, რომელიც რეგიონის ლიდერებმა შეასრულეს ამ კონფლიქტის დასრულების მცდელობაში“.
- Details
- By iaiaia
საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ კასოსთან მოხდა.
საბერძნეთის საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდეს.
კუნძული კასოსი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1000 ადამიანია, ეგეოსის ზღვაში მდებარეობს კრეტასა და როდოსს შორის.
მიწისძვრა იგრძნეს ეგვიპტეში, ისრაელსა და თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც.
- Details
- By rusa
ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის მიტოვება, რომელიც ნატო-ში ვერ გაწევრიანდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის თქმით, უკრაინელებს აქვთ „სიცხადე იმის სათქმელად“, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი ტერიტორიების სრულად დაბრუნებას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რუსული ჯარების მხრიდან ახალი თავდასხმების შემთხვევაში, დადგება გაერო-ს მანდატის ან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძალების ყოფნის საკითხი.
„უსაფრთხოების პირველი გარანტია უნდა იყოს ძლიერი უკრაინული არმია. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის მიტოვება, რადგან ის ნატო-ში ვერ გაწევრიანდება. ჩვენ უნდა განვათავსოთ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძალები ფრონტის ხაზიდან შორ ტერიტორიებზე. ეს იქნება ძალა, რომელიც შეაკავებს რუსეთს კონფლიქტის გაგრძელებისგან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეარხ TF-1-თან ინტერვიუში.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, კვლავ ისაუბროს ვლადიმერ პუტინთან, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება
- Details
- By ani
"ჩვენი გუნდი ახლა აქტიურად ემზადება თურქეთში ვიზიტისთვის. დღეს ჩვენ დეტალურად წარვუდგინეთ უკრაინის პოზიცია ჩვენს ყველა პარტნიორს. გმადლობთ მხარდაჭერისთვის.
ხანგრძლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის ყველა მოწოდება მნიშვნელოვანია. უმაღლეს დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებების მოწოდებები თანაბრად მნიშვნელოვანია. პუტინი არის ის, ვინც ყველაფერს განსაზღვრავს რუსეთში, ამიტომ ის არის ის, ვინც უნდა მოაგვაროს ომი. ეს მისი ომია. ამიტომ, მოლაპარაკებები მასთან უნდა იყოს."
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეო მიმართვაში.
- Details
- By ani
More Articles …
Page 3 of 219