Featured Articles
ფრონტის ხაზზე სხვადასხვა მიმართულებით რუსული დანაყოფების მიერ უკვე განხორციელდა 59 სროლა და ხუთი თავდასხმის ოპერაცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მიერ, მისთვის მიწოდებული მოხსენების თანახმად, რომელიც ბოლო რამდენიმე საათების მდგომარეობას უკავშირდება.
ზელენსკის ანგარიშში ნათქვამია, რომ შეტაკებები დონეცკის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის რეგიონში მოხდა, სადაც რუსებმა არტილერია და დრონები გამოიყენეს:
„ჩვენი მეომრები ყველგან ისე რეაგირებენ, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა გააგრძელებს სარკისებურად მოქმედებას
ზოგადად, აღდგომის დილით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის ზოგადი შთაბეჭდილება, მაგრამ ზოგჯერ არ წყვეტს წინსვლისა და უკრაინისთვის დანაკარგების მიყენების ინდივიდუალურ მცდელობებს“.
შეგახსენებთ, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
- Details
- By rusa
წითელ პარასკევს რუსეთის მიერ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - სულ მცირე 119, მათ შორის ბავშვები.
როგორც Kyin Independent იტყობინება, 18 აპრილის დილას რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ხარკოვზე, რასაც სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა საცხოვრებელი სახლები და ქალაქის საგანმანათლებლო ინსტიტუტი. ორი ადამიანი ემსხვერპლა საარტილერიო შეტევას ქალაქ ნიკოპოლში. ბოლო 24 საათში განხორციელებულ თავდასხმებს ხერსონის ოლქში 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ქალაქ სუმაში დრონებით თავდასხმას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. ადგილობრივი უწყებების ცნობით, შეტევის დროს დაიბომბა საკონდიტრო საწარმო, სადაც სააღდგომო ნაწარმი, მათ შორის პასკები მზადდებოდა.
- Details
- By iaiaia
იემენის საწვავის პორტზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ იერიშს სულ მცირე 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის მხარდამჭერ ჯგუფებზე თავდასხმები დაიწყო, გუშინდელი შემთხვევა ერთ-ერთ ყველაზე მწვავეა.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა იერიში მიიტანა იემენის საწვავის დასავლეთ პორტზე, რაც მიზნად ისახავდა ჰუსიტების დაჯგუფებისთვის საწვავის წყაროს განადგურებას. თავდასხმის შედეგად, უცხოური მედიის ცნობით, 102 ადამიანი დაშავდა.
აშშ-მა განაცხადა, რომ არ აპირებს შეწყვიტოს შუა აღმოსავლეთში ტრამპის მიერ წამოწყებული ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ოპერაცია მანამ, ვიდრე ჰუსიტები წითელ ზღვაში ტვირთების გადაზიდვას აფერხებენ.
2023 წლის ნოემბრიდან ჰუსიტები წითელ ზღვაში ისრაელის მიერ ღაზაზე თავდასხმების პროტესტის გამო, სატრანზიტო გემების წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს იყენებენ. თავდასხმები ღაზაში 2-თვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ შეჩერდა, თუმცა გასულ თვეში ისრაელის მიერ შეთანხმების დარღვევის გამო, ჰუსიტებმა თავდასხმების განახლება დააანონსეს.
- Details
- By iaiaia
17 აპრილს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი საპარლამენტო არჩევნების 28 სექტემბერს გამართვას. ეს არჩევნები იქნება მოლდოვის დემოკრატიის გამოცდა პროევროპული და პრორუსული ძალების დაპირისპირებაში. გადაწყვეტილების მომხრე აღმოჩნდა 57 დეპუტატი, 32-მა თავი შეიკავა.
პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლური “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება მისი მეტოქის ალექსანდრ სტოიანოგლოს სამპარტიული კოალიციის პირისპირ.
გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუმ მცირე სხვაობით შეძლო სტოიანოგლოს დამარცხება.
ალექსანდრ სტოიანოგლო ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არ შეებრძოლა მაღალი დონის კორუფციას. სტოიანოგლოს კოალიცია აცხადებს, რომ სურს რუსეთთან კავშირების გაუმჯობესება და ამავე დროს დასავლური ორიენტაციის შენარჩუნება.
მაია სანდუმ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოწოდებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და მოლდაველებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის მომავალი. მართლმსაჯულების სისტემამ კი უნდა „დასაჯოს ისინი, ვინც ჩართულია ხმების მოსყიდვასა და ამომრჩევლის იძულებაში“.
მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო, გასულ წელს კი უკრაინასთან ერთად მოლაპარაკებების ეტაპზე გადაინაცვლა.
რუსეთს დიდი ხანია ადანაშაულებენ მოლდოვის პოლიტიკის დესტაბილიზაციის ხელშეწყობის გამო - დეზინფორმაციისა და მარგინალური პარტიების დაფინანსების გამო.
მოსკოვი თავის მხრივ გმობს, რასაც ის უწოდებს „დასავლეთის ჩარევას“ მოლდოვის საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მაია სანდუს პარტიამ გაამკაცრა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე კანონები და აკრძალა პრორუსული მედიასაშუალებები, რომლებსაც ბრალად ედებათ საომარი პროპაგანდის გავრცელება.
- Details
- By iaiaia
უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ.
როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო განმარტავს აღნიშნული შეთანხმება ადასტურებს მხარეების განზრახვას, დაასრულონ და გააფორმონ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის ხალხისთვის.
„დღეს გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ. უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენი გუნდების კონსტრუქციულ თანამშრომლობას და განზრახვას, დაასრულონ და გააფორმონ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორი ხალხისთვის“, – აცხადებს იულია სვირიდენკო.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ასევე მზადდება საინვესტიციო ფონდი უკრაინის აღდგენისთვის. სვირიდენკოს განცხადებით, ამ დოკუმენტით მხარეებმა დაადასტურეს „ამერიკელი ხალხის სწრაფვა, ინვესტიცია ჩადოს უკრაინელ ხალხთან ერთად თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში“.
ახლა საჭიროა აღნიშნული შეთანხმების ტექსტის დასრულება, ხელმოწერა და პარლამენტის მიერ რატიფიცირება.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- რუსეთი ემზადება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმების განსახორციელებლად - ზელენსკი
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ირანული ნავთობის შესყიდვისთვის სანქციები დაუწესა
- ტრამპმა აშშ-ის პორტებში რუსული გემების მიღების აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა
- მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 28 სექტემბერს ჩატარდეს
Page 22 of 219