Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი, მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა - მაკრონი

ემანუელ მაკრონის თქმით, ტრამპის წინადადების მიუხედავად, რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი:

„დღეს დილით ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრში, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა მოქალაქეებს შორის. მათ შორის ისევ არიან ბავშვები.

დღეს ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი. მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური წინადადებებისა.

აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, რათა რუსეთი აიძულო, შეწყვიტოს ცეცხლი. საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს პარტნიორებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად.“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ „იქსში“.

 

 

Details
By rusa
rusa
Apr 13
მსოფლიო

ტრამპმა გადაწყვიტა სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა საკვანძო ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ახალი ტარიფები არ გავრცელდეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა საკვანძო ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ახალი ტარიფები არ გავრცელდეს.

ამერიკის საბაჟო სამსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სმარტფონებზე, კომპიუტერებზე, ნახევარგამტარებსა და მეხსიერების ბარათებზე აღარ გავრცელდება არც 10%-იანი გლობალური ტარიფები და არც ჩინური იმპორტისთვის დაწესებული 125- პროცენტიანი გადასახადები.

Details
By rusa
rusa
Apr 13
მსოფლიო

სტივ უიტკოფმა ტრამპს უთხრა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემაა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემა იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, სტივ უიტკოფმა თეთრ სახლში შეხვედრისას დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთისთვის გადაცემას. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ამ პოზიციას უკრაინა არაერთხელ შეეწინააღმდეგა.

სააგენტოს ცნობით, თეთრ სახლში შეხვედრისას რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა სტივ უიტკოფის პოზიციასთან უთანმოება გამოთქვა.

Details
By rusa
rusa
Apr 13
მსოფლიო

ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა აკრძალა

ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა საბოლოოდ აკრძალა. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

"ამას ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ და ძალიან მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ასე ყოვლისმომცველად დაუჭირა მხარი ამ წინადადებას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას. ეს გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს აგზავნის: ჩვენ არ დავუშვებთ ფინეთის დესტაბილიზაციას.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების მინიმიზაცია გაგრძელდება შემდეგ ეტაპებზე. ჩვენ ვამზადებთ მთავრობის რეზოლუციას, რომელიც გამოავლენს ქვეყნებს, რომლებიც აგრესიულ ომს აწარმოებენ და რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას", - თქვა გინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

 

ჰაკანენი ამბობს, რომ ასევე მზადდება კანონმდებლობა უკვე შეძენილ უძრავ ქონებაში ჩარევის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 11
მსოფლიო

"რუსეთი უნდა გამოძრავდეს. ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება" - დონალდ ტრამპი

"რუსეთი უნდა გამოძრავდეს. ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება, ათასობით ყოველ კვირას, საშნელ და უაზრო ომში - ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!".

- დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სოციალურ ქსელში. 

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 11

More Articles …

  1. ჩინეთმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფები 125%-მდე გაზარდა
  2. მანჰეტენის მახლობლად მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 6 ადამიანი
  3. პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა
  4. დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29

Page 25 of 219

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia