Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

ჩინეთმა აშშ-ში TikTok-ის გასხვისების პროცესი დაბლოკა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანია ByteDance-ს აშშ-ში TikTok-ის გასხვისება აუკრძალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 აპრილამდე TikTok-ის გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეული იყო და ამერიკული მხარე სოციალური ქსელის 50%-იან წილს მიიღებდა, თუმცა ტარიფების გამოცხადების შემდეგ, ByteDance-მა ვაშინგტონს აცნობა, რომ პეკინის მოთხოვნით, კომპანიას მოლაპარაკების პროცესი უნდა შეეწყვიტა.

ამ საკითხთან დაკავშირებით პეკინი და ვაშინგტონი კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვის განკარგულება დამატებით 75 დღით გადაავადა, ანუ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასხვისებისათვის დამატებითი პერიოდი მიეცა.

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 08
მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს გაიმართება

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს გაიმართება- ამის შესახებ ინფორმაციას  „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 2024 წლის მიწურულს დაიწყო. მაშინ მოქმედმა და მოგვიანებით იმპიჩმენტგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა 3 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის ბლოკირების განკარგულება მისცა.

საპასუხოდ, პარლამენტში უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციურმა ძალამ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა.

იუნ სუკ იოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ექსპრეზიდენტი დააკავეს. იმპიჩმენტის გამოცხადების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომელმაც გუშინ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

Details
By rusa
rusa
Apr 08
მსოფლიო

ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

„ჩვენ დავამტკიცეთ ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 1 ტრილიონი დოლარია. მანამდე ასეთი რამ არავის უნახავს“, - თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ ყურადღებით ეპყრობა ხარჯებს, მაგრამ შეიარაღებული ძალები არის ის, რისი აშენებაც საჭიროა.

ტრამპის ამ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენ შეიარაღებულ ძალებს აღადგენს - და სწრაფად“, - დაწერა ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 850 მილიარდი დოლარია.

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 08
მსოფლიო

"უკრაინის მასირებული დაბომბვებით უკმაყოფილო ვარ" - ტრამპი პუტინს აკრიტიკებს

დონალდ ტრამპი რუსეთს აკრიტიკებს. განცხადება შტატების არჩეულემა პრეზიდენტმა ისარაელის პრემიერთან შეხვედრის დროს გააკეთა.

"ჩვენ ვხვდებით რუსეთის  და უკრაინის წარმომადგენლებს. გარკვეულწილად, ახლოს ვართ, მაგრამ დაბომბვები, რაც ბოლო კვირაში ხდება, არ მახარებს. არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, -  განაცხადა ტრამპმა. 

რუსულ მედიასთან კი კრემლის წარმომადგენელი პესკოვი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე უკრაინამ რიგ კითხვებს უნდა უპასუხოს.  

"პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ მანამდე უკრაინამ რიგ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. ეს კითხვები ჯერჯერობით ისევ ჰაერშია და პასუხგაუცემელია, - განაცხადა პესკოვმა. 

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 08
მსოფლიო

რუსეთში აპირებენ სასულიერო პირებს ვეტერანის სტატუსი მიანიჭონ

რუსეთის ხელისუფლება აპირებს, „საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის“ სტატუსი მიანიჭოს მღვდლებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებიან.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი დუმას დღეს, 7 აპრილს, წარედგინა. ინიციატორია დუმის დეპუტატთა ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე პაველ კრაშენინიკოვი ხელმძღვანელობს.

კანონპროექტის თანახმად, „საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის“ სტატუსი უნდა ჰქონდეთ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც „თავის სულიერ ვალს იხდიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ნაწილებში“.

რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს.

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 07

More Articles …

  1. დონალდ ტრამპმა ევროპას ტარიფებზე მოლაპარაკებისთვის პირობები წაუყენა
  2. აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა
  3. პაპი ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ წმინდა პეტრეს მოედანზე პირველად გამოჩნდა
  4. ჩემი აზრით, ევროპა და აშშ უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფებზე - ილონ მასკი
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33

Page 29 of 219

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia