Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

ტრამპი სირიის პრეზიდენტთან ხვალ არაფორმალურ შეხვედრას გამართავს

„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ შარაასთან არაფორმალურ შეხვედრას გამართავს.

არაფორმალური აუდიენცია საუდის არაბეთში შედგება.

„სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულს ადასტურებს თეთრი სახლიც. არაფორმალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.

ეს დონალდ ტრამპის და სირიის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა იქნება. სირიის ახალი ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ტრამპი ქვეყნისთვის დამსჯელი სანქციების მოხსნას განიხილავს.

Details
By ani
ani
May 13
მსოფლიო

კუნძულ სიცილიაზე ვულკან ეტნაზე ამოფრქვევის ინტენსივობა იზრდება

ეტნაზე მიმდინარე ამოფრქვევის ძალა მნიშვნელოვნად გაიზარდა — სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერში ძლიერი და ხშირი აფეთქებები ფიქსირდება. ვულკანური აქტივობა იწვევს ორ მცირე ლავურ ნაკადს, რომლებიც სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით მიედინება.

ამასთან, შეინიშნება ფერფლის ღრუბელი, რომელიც აღმოსავლეთ-სამხრეთაღმოსავლეთისკენ ვრცელდება. ლავური ფერფლის წვიმა დაფიქსირდა სოფელ ძაფფერანაში.

სეისმოლოგიური მონაცემებით, ვულკანის გააქტიურების ინტენსივობამ პიკს გუშინ, 21:10 საათისთვის მიაღწია და კვლავ მაღალი რჩება. ხმოვანი ტალღების მონაცემები მიუთითებს ენერგიულ ამოფრქვევებზე, რომელთა ეპიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2,900 მეტრზეა.

მონიტორინგის ქსელებიდან მიღებული დეფორმაციის მონაცემები მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ ეტაპზე არ აჩვენებს. თუმცა, ვულკანური ავიაციასთან დაკავშირებული შეტყობინების სისტემა VONA-ს მიხედვით, ამოფრქვევის დონე "წითლად" განისაზღვრა — ეს არის გაფრთხილების უმაღლესი დონე.

Details
By ani
ani
May 13
მსოფლიო

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს - La Repubblica

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ ქვეყნების სიაშია, რომლებშიც ლეონ XIV ჩასვლას აპირებს. პაპი ასევე თურქეთსა და პერუში ჩასვლას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რომის ახალ პაპთან, ლეონ XIV-სთან სატელეფონო საუბარი გუშინ გამართა. ზელენსკის ინფორმაციით, საუბარი თბილი და შინაარსიანი იყო. მან პონტიფიკოსი კიევში მიიწვია.

Details
By ani
ani
May 13
მსოფლიო

"რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს" - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს.

"რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს," - განაცხადა მან.

ამ დრომდე, უცნობია ჩავა თუ არა მოლაპარაკებებზე სტამბოლში ვლადიმერ პუტინი. 

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით 30-დღიანი ზავი ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ინიციატივას მხარს უჭერდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ზელენსკის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა. 

Details
By ani
ani
May 13
მსოფლიო

სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

პარიზში გამართულ სასამართლო პროცესზე ჟერარ დეპარდიე ორი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს. დეპარდიემ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო.

76 წლის მსახიობს ორი ქალი 2021 წელს ფილმზე მუშაობისას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

პროკურორი პროცესზე 18 თვით პირობით პატიმრობას, ასევე 20 000 ევროს ოდენობის (16 850 ფუნტი სტერლინგი) ჯარიმას და სექსუალური დამნაშავეების სიაში რეგისტრაციას ითხოვდა.

Details
By rusa
rusa
May 13

More Articles …

  1. ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება - პოდოლიაკი
  2. დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა
  3. სირიის პრეზიდენტი ბაღდადში არაბული ლიგის სამიტს არ დაესწრება
  4. აშშ-მა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Page 4 of 219

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia