Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

ევროპა წარუმატებელი იყო პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობაში, მაგრამ მე წარმატებული ვიქნები - ტრამპი

ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას არ გამოუვიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.

„ევროპა წარუმატებელი იყო პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობაში, მაგრამ ვფიქრობ, მე წარმატებული ვიქნები. ჩვენ გვყავს წარმომადგენელი რუსეთიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე. გვსურს, რომ ეს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს, რადგან ათასობით ადამიანი იღუპება კვირაში. ძირითადად ჯარისკაცები, უკრაინელი ჯარისკაცები და რუსი ჯარისკაცები. ჩვენ წამყვან როლს ვასრულებთ ამის დასრულების მცდელობაში. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მიმდინარეობს ბევრი კარგი საუბარი უკრაინასა და რუსეთზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განმარტებით, ის ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და შესაძლოა, ისრაელის ლიდერი მომავალ კვირას აშშ-ს ეწვიოს. ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელის პრემიერი ტრამპს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად ესაუბრა, რათა განეხილათ ბუდაპეშტის გამოსვლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან.

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 04
მსოფლიო

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ სასტიკი და უსაფუძვლოა -მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ სასტიკი და უსაფუძვლოა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ვაჭრობისთვის შოკისმომგვრელია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო დისბალანსი საბაჟო ტარიფების დაწესებით არ გამოსწორდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ ყველა ქვეყანას საპასუხო ტარიფებს დაუწესებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები შემდეგნაირად გამოიყურება: ევროკავშირი 20%, ვიეტნამი 46%, ტაივანი 32%, იაპონია 24%, ინდოეთი 26%, სამხრეთ კორეა 25%, ტაილანდი 36%, ჩინეთი 34% და ა.შ.

„აშშ ვერ გააგრძელებს ეკონომიკური დათმობის ცალმხრივ პოლიტიკას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხალხზე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

Details
By rusa
rusa
Apr 03
მსოფლიო

რუსეთმა ელტონ ჯონის ფონდიც „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ „არასასურველად“ გამოაცხადა მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ფონდი(Elton John AIDS Foundation). მუსიკოსის მიერ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია შიდსთან ბრძოლა და დისკრიმინაციის დაძლევა.

რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფონდის საქმიანობა „არასასურველია“, რადგან დიდწილად კონცენტრირებულია „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდაზე, ოჯახის დასავლურ მოდელებზე, სქესის შეცვლაზე“.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებითვე, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ ფონდი მონაწილეობს „რუსეთის გასაშავებლად დასავლეთის საინფორმაციო კამპანიებში“.

ელტონ ჯონის მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნებული ფონდი მსოფლიოში შიდსთან მებრძოლი ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა.

პუტინის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ მიჩნეულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა აკრძალული აქვთ. დარღვევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.

რუსეთმა უკვე აკრძალა 200-ზე მეტი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობა.

Details
By rusa
rusa
Apr 03
მსოფლიო

ჩინეთი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს გადამჭრელი საპასუხო ზომებით უპასუხებს

ჩინეთი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს „გადამჭრელი საპასუხო ზომებით“ უპასუხებს, – ამის შესახებ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო აცხადებს.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოუწოდა აშშ-ს, „დაუყოვნებლივ გააუქმოს ცალმხრივი სატარიფო ზომები და სავაჭრო დავები მოაგვაროს პარტნიორებთან თანასწორი დიალოგის გზით“.

„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს და გადამჭრელ საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ჩინეთი, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაზარალდა ტრამპის დღევანდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც ყველა ჩინურ საქონელზე დამატებით 34%-იანი ტარიფი დააწესა, იმ 20%-ის გარდა, რომელიც უკვე მოქმედებდა.​​​​​​​​​​​​​​​​

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 03
მსოფლიო

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 085-მდე გაიზარდა, 4 715 ადამიანი დაშავდა და 341 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიანმარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ამავე დროს მეტეოროლოგებმა არასეზონური წვიმის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს, რამაც, შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს.

შეგახსენებთ, მიანმარში 28 აგვისტოს 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან დაახლოებით 17 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 03

More Articles …

  1. სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ყველა ეს ტარიფი ფასებს მომხმარებლებისთვის გაზრდის - კაია კალასი
  2. ტრამპის ტარიფები მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმაა - ურსულა ფონ დერ ლაიენი
  3. კონგრესში სურთ, რომ ილონ მასკს ნარკოტესტის ჩაბარება დაავალდებულონ
  4. ტრამპი პუტინით უკმაყოფილოა და "აგრესიულ სანქციებს" ამზადებს - Fox News
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35

Page 31 of 219

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia