Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შესაბამისი განცხადება პოდოლიაკმა The Breakfast Show-ს ეთერში გააკეთა.

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი რუსეთის რომელიმე სხვა წარმომადგენელთან შეხვედრას არ აპირებს. ის აღნიშნავს, რომ შესაძლო ორმხრივ შეხვედრას უფრო დაბალ ეშელონებში აზრი არ აქვს.

"რა თქმა უნდა არა [პუტინის გარდა ვინმე სხვა წარმომადგენელს თუ შეხვდება]. ეს ხომ ფორმატი არ არის. პრეზიდენტი ვერ შეხვდება... ჩვენ ხომ ხვდებით რუსეთში ხელისუფლების კონსტრუქცია როგორია. გასაგებია, რომ ადამიანები მინისტრების ფორმალური სტატუსით არ აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება მიიღონ ესე თუ ისე გადაწყვეტილებები. ომის გაგრძელების თუ შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ პუტინს შეუძლია, რომ მიიღოს" , - თქვა პოდოლიაკმა.

Details
By ani
ani
May 13
მსოფლიო

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპს საუდის არაბეთის სამეფო პრინცი მუჰამად ბინ სალმანი შეხვდება. მოგვიანებით კი გაიმართება ორმხრივი შეხვედრები და მხარეები რამდენიმე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე.

დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს. როგორც მედია წერს, ვიზიტის მთავარი მიზანი ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაა.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში ვიზიტი დონალდ ტრამპის პირველი საერთაშორისო ვიზიტია მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში.

Details
By iaiaia
iaiaia
May 13
მსოფლიო

სირიის პრეზიდენტი ბაღდადში არაბული ლიგის სამიტს არ დაესწრება

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მიმდინარე კვირის ბოლოს ბაღდადში არაბული ლიგის სამიტს არ დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

სამიტზე სირიის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შიბანი უხელმძღვანელებს.

სირიის სახელმწიფო მედია აჰმედ ალ-შარაას არჩასვლის მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სირიის ახალი პრეზიდენტის მიწვევას ერაყში კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით, შიიტური ფრაქციებისგან, რომლებიც სირიის პრეზიდენტს ერაყში საქმიანობის დროს შიიტების წინააღმდეგ თავდასხმების მოწყობაში ადანაშაულებენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ერაყის 329-წევრიან პარლამენტიდან, სულ მცირე, 57-მა შიიტმა კანონმდებელმა მთავრობას მიმართა, არ დაეშვათ აჰმედ ალ-შარაა სამიტზე. აღსანიშნავია, რომ სამიტში აჰმედ ალ-შარაას შესაძლო მონაწილეობას მიესალმნენ სუნიტი პოლიტიკოსები.

აჰმედ ალ-შარაა 2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-ქაიდას“ რიგებში იბრძოდა. 2006 წელს ის დააპატიმრეს და 2011 წელს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. ამის შემდე მან დაარსა „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელიც სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მალევე მის საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

მედია წერს, რომ აჰმედ ალ-შარაას გადაწყვეტილება, არ დაესწროს ბაღდადში დაგეგმილ სამიტს აჩვენებს სირიის ახალი ხელისუფლების მიერ რეგიონის ქვეყნებთან კავშირების აღდგენის არაერთგვაროვან შედეგებს. აჰმედ ალ-შარაამ მცირე დროში დაამყარა კავშირები სუნიტი უმრავლესობის ქვეყნებთან, როგორიცაა საუდის არაბეთი და კატარი, თუმცა სიფრთხილით უდგება ურთიერთობებს ისეთ ქვეყნებთან, სადაც ირანის გავლენა ძლიერია, როგორიცაა ერაყი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია.

Details
By ani
ani
May 13
მსოფლიო

აშშ-მა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული 3 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაასანქცირა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია ნახსენები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასანქცირებული პირები ირანის ბირთვულ პროგრამასთან, კერძოდ ირანის თავდაცვის ინოვაციისა და კვლევის ორგანიზაციასთან არიან კავშირში, რომელიც სპარსული აკრონიმის SPND-ის სახელითაა ცნობილი.

"სანქციების ქვეშ მყოფი ყველა პირი ჩართულია საქმიანობაში, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ან წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების მნიშვნელოვნად ხელშეწყობის რისკს. ირანი აგრძელებს თავისი ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვნად გაფართოებას და ორმაგი დანიშნულების კვლევისა და განვითარების ჩატარებას, რომელიც გამოიყენება ბირთვული იარაღისა და ბირთვული მიწოდების სისტემების მიმართულებით", - წერია განცხადებაში.

Details
By iaiaia
iaiaia
May 13
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

ტრამპი ვიზიტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში დაიწყებს, შემდეგ 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.

ვიზიტის მთავარი მიზნებია ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება.

Details
By ani
ani
May 12

More Articles …

  1. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა
  2. მარკო რუბიომ ფრიდრიხ მერცთან და კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრები გამართა
  3. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრაკოვში რუსეთის საკონსულო დაიხურება
  4. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო დღეს დაადგენს, დაარღვია თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამჭვირვალეობის შესახებ კანონი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Page 5 of 219

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia