Featured Articles
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას უმაღლესი რადა ავრცელებს.
კანონის რატიფიცირების შედეგად ასევე შეიქმნა საინვესტიციო ფონდი, რომელიც უკრაინის აღდგენისთვის იმუშავებს.
უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებას 30 აპრილს მოეწერა ხელი, ხოლო უმაღლესმა რადამ მისი რატიფიცირება 8 მაისს მოახდინა.
- Details
- By ani
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინის საკითხზე გერმანიის კანცლერთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო-მერცის საუბარი შეეხო საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერების კიევში გამართული შეხვედრის დეტალებს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების პროცესს ეხებოდა.
მარკო რუბიო 14-დან 16 მაისამდე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. სწორედ ამ პერიოდში იგეგმება თურქეთში უკრაინის საკითხზე მოსკოვსა და კიევს შორის პირისპირ მოლაპარაკების გამართვა.
- Details
- By rusa
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრაკოვში რუსეთის საკონსულო დაიხურება. რადოსლავ სიკორსკი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრის დაწვის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან:
"იმის გამო, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს დივერსიული აქტი მარივილსკას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, მე გადავწყვიტე, უკან წავიღო თანხმობა კრაკოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ფუნქციონირებაზე." წერს სიკორსკი.
ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის მაისში გაჩნდა. შედეგად ათასზე მეტი ობიექტი დაიწვა.
- Details
- By ani
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო დღეს დაადგენს, დაარღვია თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამჭვირვალეობის შესახებ კანონი.
საუბარია ე.წ. ფაიზერგეითის სახელით ცნობილ 2021 წლის სკანდალზე. კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ფარულ მიმოწერას აწარმოებდა ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან, რომელთანაც ევროკავშირს, მრავალმილიარდიანი კონტრაქტი ჰქონდა დადებული „კოვიდ-19“-ის ვაქცინებზე.
ევროკომისიამ ამ მიმოწერის შინაარსის გასაჯაროებაზე უარი თქვა და ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იყო ეს გამჭვირვალეობის კანონის დარღვევა.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიკამენტებზე ფასების შემცირების ახალ გეგმას აანონსებს. როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ის დღეს ხელს მოაწერს განკარგულებას, რომლის თანახმადაც, რეცეპტულ მედიკამენტებზე ფასები 30-80%-ით შემცირდება.
მისი თქმით, ერთი და იგივე ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტი, შეერთებულ შტატებში 5-ჯერ და 10-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რაც უსამართლობაა.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ერთი და იგივე მედიკამენტს სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებული ფასი აქვს და აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ, ამ მედიკამენტების ფასი შეერთებულ შტატებშიც გაუტოლდება მსოფლიოში არსებულ მინიმალურ საფასურს.
- Details
- By ani
More Articles …
- აშშ და ჩინეთი ტარიფების შემცირებასა და 90-დღიან პაუზაზე შეთანხმდნენ
- 30-დღიანი ზავის შეთავაზების მიუხედავად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში გასულ ღამესაც მიიტანა
- “თურქეთი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის მზად არის“ - ერდოღანი
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს
Page 6 of 219