Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

აშშ და ჩინეთი ტარიფების შემცირებასა და 90-დღიან პაუზაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი ერთმანეთის ტარიფების უმეტესობის შეჩერებაზე და 90-დღიან პაუზაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNBC-ი ავრცელებს. 

სავაჭრო შეთანხმება მოიაზრებს, რომ ორ ქვეყანას შორის "ურთიერთგადასახადები" 125%-დან 10%-მდე შემცირდება. ჩინურ იმპორტზე აშშ-ის 20%-იანი გადასახადი ფენტანილთან დაკავშირებით ძალაში დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთისთვის ტარიფების საერთო რაოდენობა 30%-ს შეადგენს.

"ჩვენ ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა და მე მჯერა, რომ ჟენევის ტბაზე გამართულმა შეხვედრამ ძალიან პოზიტიურ პროცესს დიდი სიმშვიდე შემატა.

ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას 90-დღიანი პაუზის შესახებ და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტარიფების დონე. ორმხრივი ტარიფების ორივე მხარე ტარიფებს 115%-ით შეამცირებს," - განაცხადა ბესენტმა. 

აშშ-ისა და ჩინეთის განცხადებით, ისინი ეკონომიკურ და სავაჭრო პოლიტიკაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. 

მანამდე, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო ომის დეესკალაციის საკითხში "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწიეს.

Details
By ani
ani
May 12
მსოფლიო

30-დღიანი ზავის შეთავაზების მიუხედავად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში გასულ ღამესაც მიიტანა

უკრაინული მხარის მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ზავის მიუხედავად, დონეცკის ოლქში რუსეთი სამოქალაქო სატვირთო მატარებელს დრონით დაესხა თავს, შედეგად მემანქანე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რკინიგზა ავრცელებს. 

"ცეცხლის შეწყვეტის წინადადებები იგნორირებულია, რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გრძელდება. ლოკომოტივზე თავდასხმის შედეგად, მემანქანე ნამსხვრევებით ფეხში დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა უკრაინის რკინიგზამ და აღნიშნა, რომ თავდასხმამ რკინიგზის მოძრაობის შეჩერება ვერ შეძლო.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით 30-დღიანი ზავი ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ინიციატივას მხარს უჭერდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ზელენსკის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა, შეხვედრამდე კი, ორშაბათიდან "ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას" ელოდებოდა. თუმცა უკრაინული წყაროების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა რამდენიმე რეგიონი, მათ შორის კიევი, სუმი, ზაპოროჟიე, ოდესა, ხერსონი და სხვები დაბომბა.

ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას, გასულ ღამეს, 108 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის სიმულატორი დრონით შეუტია. 

Details
By ani
ani
May 12
მსოფლიო

“თურქეთი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის მზად არის“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ანკარაში ორგანიზებისთვის მზაობას გამოთქვამს. 11 მაისს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო შედგა, რომლის შესახებაც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

მხარეებმა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებსა და საერთაშორისო მნიშვნელობის რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს.

თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა. მან მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის მზაობა გამოთქვა. მისი სიტყვებით, საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭირო გარემოს შექმნის.

რუსეთის მხარის ოფიციალური ინფორმაციით, საუბრისას პრეზიდენტებმა მოლაპარაკებების 15 მაისს გამართვის საკითხი განიხილეს.

შეგახსენებთ, 11 მაისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას "პირდაპირ მოლაპარაკებებს" 15 მაისს, სტამბოლში სთავაზობს. ამასთან, კრემლის ლიდერმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის "ახალ ზავზე" შეთანხმებამდე მივიდეს. პუტინის ამ განცხადებას უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე უპასუხა, სადაც დაწერა, რომ ხუთშაბათს, 15 მაისს ვლადიმერ პუტინს სტამბოლში პირადად დაელოდება. როგორც ზელენსკი სოციალურ წერს, მას იმედი აქვს, რომ რუსები საბაბს არ მოძებნიან.

Details
By ani
ani
May 12
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

გამოცემა kyiv independent-ი წერს, რომ სანქციები რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმას უკავშირდება, რომელზეც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი 10 მაისს, კიევში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა. 

"[ერები] შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე უფრო მკაცრი სანქციები უნდა იქნას გამოყენებული..." - აღნიშნა ხუთმა ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის უკრაინამ, ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, ზელენსკის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის, 15 მაისს, თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა, შეხვედრამდე კი, ორშაბათიდან "ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას" ელოდებოდა, რომ დიპლომატიისთვის "მყარი საფუძველი" შექმნილიყო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი სანქციებს ლონდონში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე გამოაცხადებს.

Details
By iaiaia
iaiaia
May 12
მსოფლიო

ხუთშაბათს პუტინს პირადად დაველოდები თურქეთში - ზელენსკი

ხვალიდან ველოდებით ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის საჭირო საფუძველი შეიქმნას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენდკიმ.

„მკვლელობების გაჭიანურებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს, თურქეთში დაველოდები პუტინს. პირადად. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები საბაბს არ მოძებნიან”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

Details
By rusa
rusa
May 11

More Articles …

  1. ახლავე გამართეთ შეხვედრა! - ტრამპი რუსეთსა და უკრაინას
  2. „არა ომს“ - რომის ახალმა პაპმა ვატიკანში შეკრებილებს მიმართა
  3. პუტინის წინადადება უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის შესახებ არასაკმარისია - მაკრონი
  4. ეს იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის - დონალდ ტრამპი
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11

Page 7 of 219

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia