Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

ახლავე გამართეთ შეხვედრა! - ტრამპი რუსეთსა და უკრაინას

რუსეთის პრეზიდენტს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ სურს შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ამ სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე - უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ამას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„სულ მცირე, ისინი შეძლებენ იმის დადგენას, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება, და თუ არა, ევროპის ლიდერები და აშშ გაიგებენ, რა ხდება და შესაბამისად შეძლებენ მოქმედებას! ვეჭვობ, რომ უკრაინა დათანხმდება პუტინთან შეთანხმებას, რომელიც ზედმეტად არის დაკავებული მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომელსაც ვერ მოიგებდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ახლავე გამართეთ შეხვედრა!” - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

Details
By rusa
rusa
May 11
მსოფლიო

„არა ომს“ - რომის ახალმა პაპმა ვატიკანში შეკრებილებს მიმართა

ამ კვირაში არჩეულმა რომის ახალმა პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს საკვირაო მესის შემდეგ პირველად მიმართა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა მოედანზე შეკრებილები დალოცა, მათ წინაშე სიტყვით წადგა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა „აღაო იომონ“.

„არა ომს“, - განაცხადა პაპმა. მან მხარეებს უკრაინაში „ჭეშმარიტი, სამართლიანი და მყარი მშვიდობის“ დასამყარებლად მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და ასევე აღნიშნა, რომ ღრმად დამწუხრებულია ღაზაში მიმდინარე ომის გამო. ლეო XIV-მ ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, მძევლების გათავისუფლებისკენ და ღაზის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ მოუწოდა.

პონტიფექსმა დასძინა, რომ სიხარულით შეხვდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ამ ქვეყნებს შორის ახალ, უფრო მყარ შეთანხმებას ჩაუყრის საფუძველს.

Details
By rusa
rusa
May 11
მსოფლიო

პუტინის წინადადება უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის შესახებ არასაკმარისია - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინის შეთავაზება უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის შესახებ „პირველი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯი“ უწოდა.

„ცეცხლის უპირობო შეწყვეტას წინ მოლაპარაკებების არ უნდა უძღოდეს. პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ დროის მოგება უნდა“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მანამდე კი უკრაინის დედაქალაქში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეებმა კი ერთობლივი განცხადება მიიღეს და რუსეთს 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

Details
By rusa
rusa
May 11
მსოფლიო

ეს იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული დღის შედეგები შეაჯამა და მას რუსეთისა და უკრაინისთვის „პოტენციურად დიდი დღე“ უწოდა. შესაბამისი განცხადება მან საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა.

„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის. წარმოიდგინეთ ასობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ეს უსასრულო სისხლისღვრა იმედია დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. ორივე მხარესთან გავაგრძელებ მუშაობას, რათა დავრწმუნდე, რომ ეს მოხდება. ამერიკას სურს ამის ნაცვლად აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე იყოს ფოკუსირებული. დიდი კვირა გველის“, - დაწერა ტრამპმა.

Details
By rusa
rusa
May 11
მსოფლიო

პუტინმა უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მომავალ კვირას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. შესაბამისი განცხადება მან სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.

პუტინის შეთავაზების მიხედვით, მოლაპარაკებები 15 მაისს, სტამბოლში უნდა გაიმართოს, როგორც ადრე. მან ასევე აღნიშნა, რომ დეტალებზე კვირას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაესაუბრება. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის არის მზად.

„ამ მოლაპარაკებების აზრი კონფლიქტის პირველადი მიზეზების აღმოფხვრა, ხანგრძლივი, მყარი ზავის დადებასა და ისტორიულ პერსპექტივაზე გასვლაშია. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების დროს ახალ ზავზე, ცეცხლის ახალ შეწყვეტასა და რეალურ ზავზე შევძლებთ შეთანხმებას“, - განაცხადა პუტინმა.

კიევის პუტინის შეთავაზებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია, თუმცა შაბათს, უკრაინის დედაქალაქში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს და რუსეთს 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

Details
By rusa
rusa
May 11

More Articles …

  1. აშშ, ევროპა და უკრაინა 30 დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ
  2. აშშ და ბრიტანეთი გაზრდიან დახმარებას უკრაინისთვის, თუ პუტინი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე - სტარმერი
  3. ინდოეთი და პაკისტანი სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - ტრამპი
  4. კიევში საფრანგეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები ჩავიდნენ
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12

Page 8 of 219

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia