Featured Articles
მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის მიერ მოხდენილი სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის, – ამის შესახებ ახლად არჩეულმა პაპმა, ლეო XIV-მ პონტიფიკოსის რანგში პირველი მესის ჩატარების დროს განაცხადა.
სიქსტეს კაპელაში გამართულ მესას კარდინალები დაესწრნენ, რომლებმაც რობერტ პრევოსტი კათოლიკური ეკლესიის ახალ ლიდერად აირჩიეს.
მესის შემდეგ პაპი კარდინალებთან ერთად ისადილებს, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ, დატოვონ ვატიკანი და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
„მინდა, გავიმეორო სიტყვები ფსალმუნიდან: „ახალ სიმღერას ვუმღერებ უფალს, რადგან მან, რადგან მან სასწაულები მოახდინა“, და მართლაც, არა მხოლოდ ჩემთან, არამედ ყველა ჩვენგანთან, ჩემო ძმებო კარდინალებო. მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის მიერ მოხდენილი სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის. პეტრეს მსახურების მეშვეობით, თქვენ მომიწოდეთ, რომ ეს ჯვარი მეტარებინა და ამ მისიით მეკურთხებინა და ვიცი, შემიძლია, თითოეულ თქვენგანს დავეყრდნო, ჩემთან ერთად იაროთ, რადგან ჩვენ, როგორც ეკლესია, გავაგრძელებთ არსებობას, როგორც იესოს მეგობრების საზოგადოება, როგორც მორწმუნეები, სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად, სახარების გასაცხადებლად“, – განაცხადა არჩეულმა პაპმა, ლეო XIV-მ.
- Details
- By iaiaia
ტრამპის ადმინისტრაციამ გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.
ამ შეთანხმებით ბრიტანეთის ბაზარი გაიხსნება ამერიკული საქონლის ხორცის, ეთანოლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის. ბრიტანულ ავტომობილებსა და ფოლადს კი უფრო ხელსაყრელი პირობები ექნებათ ამერიკაში საექსპორტოდ.
დონალდ ტრამპმა ასევე თქვა დამატებითი დეტალები მომავალ კვირებში შემუშავდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, სავაჭრო შეთანხმების ზოგიერთი დეტალის მოგვარების დასრულება შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მხარეებმა მომავლისთვის წარმოუდგენელი პლატფორმა ააშენეს.
" იმის მიღწევა შევძელით, რის მიღწევასაც ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ცდილობდა”, - განაცხადა სტარმერმა და ამ შეთანხმებას ისტორიული უწოდა.
- Details
- By ani
"რუსეთთან/უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მოუწოდებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ. იმედია, დაცული იქნება მისაღები ცეცხლის შეწყვეტა და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების სიწმინდის პატივისცემაზე. თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. ყოველკვირეულად ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება და ყველას უნდა სურდეს ამის შეჩერება. მეც ასე ვფიქრობ და ამერიკის შეერთებული შტატებიც ასე ფიქრობს. როგორც პრეზიდენტი, მე ერთგული დავრჩები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის, ევროპელებთან ერთად, და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობა! ეს ცეცხლის შეწყვეტა საბოლოოდ უნდა გადაიზარდოს სამშვიდობო შეთანხმებაში. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და მე ხელმისაწვდომი ვიქნები ნებისმიერ დროს, თუ ჩემი მომსახურება იქნება საჭირო. გმადლობთ ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის!"
- ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ წერს.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეჩერება გააუქმა.
ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“
ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ხელს შეუწყობს რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ძალისხმევას, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც მას მომდევნო კვირების განმავლობაში საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდება.
ამით სააპელაციო სასამართლომ იმავე სასამართლოს სამი მოსამართლისგანშემდგარი კოლეგიის მიერ სულ რამდენიმე საათით ადრე მიღებული გადაწყვეტილებაშეაჩერა,- წერს გამოცემა.
- Details
- By iaiaia
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო საუბარს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„პრეზიდენტი ზელენსკი სატელეფონო საუბარს მართავს პრეზიდენტ ტრამპთან. დეტალების შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა.
საუბრის თემები და კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და უკრაინის მხარდაჭერას.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 10 of 219