Featured Articles
კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.
დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.
- Details
- By rusa
კარდინალთა კონკლავმა რომის ახალი პაპი აირჩია.
ვატიკანში, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა. ახალი პაპის ვინაობა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
- Details
- By rusa
კარდინალებმა ვატიკანში კონკლავის მეორე დღესაც რომის ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს.
სიქსტეს კაპელას სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან ცოტა ხნის წინ შავი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი პაპის არჩევა ვერ შედგა.
კონკლავი პირველად გუშინ შეიკრიბა. კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა გუშინაც ვერ შეძლეს.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.
- Details
- By rusa
ვატიკანში მიმდინარე კონკლავზე პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ კონკლავში მონაწილე კარდინალებიდან ვერცერთმა ხმების ორი მესამედი ვერ მოაგროვა. ამგვარად, დღეს კარდინალები სიქსტეს კაპელიდან კვლავ სანტა მარტას სახლში დაბრუნდებიან, სადაც მათი საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული.
კენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. კარდინალების გადაყვანა სანტა მარტას სახლსა და სიქსტეს კაპელას შორის ხდება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით.
კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და გაზეთებზე.
კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დაკრძალული.
- Details
- By ani
ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი დაიწყო. ახალი პონტიფიკოსი კარდინალთა 133-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს.
აღსანიშნავია, რომ კონკლავში კარდინალების 80% თავად პაპ ფრანცისკეს მიერ არის დანიშნული, მათი უმეტესობა პაპს პირველად ირჩევს.
კარდინალებს პაპის არჩევამდე, ანუ ვიდრე მათგანი ერთ-ერთი ხმების ორ-მესამედს არ დააგროვებს, გარე სამყაროსთან არანაირი კომუნიკაცია არ ექნებათ, რასაც შესაძლოა, დღეები დასჭირდეს.
კონკლავის დაწყების პირველ დღეს კენჭისყრის მხოლოდ პირველი რაუნდი გაიმართება. კენჭისყრის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ბიულეტენების დაწვის შედეგად კვამლის ფერის მიხედვით – შავი კვამლი ნიშნავს, რომ კონკლავმა ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლო და კენჭისყრა გაგრძელდება, ხოლო თუ საკვამურიდან თეთრი კვამლი გამოვა, ეს ახალი პაპის არჩევის ნიშანია.
პირველი კენჭისყრის შედეგს ანუ პირველ კვამლს ვატიკანში დღეს, თბილისის დროით, დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე ელოდებიან.
მომდევნო დღეებში კარდინალებს შეუძლიათ, ყოველდღიურად ოთხი კენჭისყრის ჩატარება.
- Details
- By ani
More Articles …
Page 11 of 219