Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

ჩინეთში, ძლიერი ქარმა ტურისტული ნავი ამოატრიალა - არის მსხვერპლი

ჩინეთში ძლიერი ქარის გამო ტურისტული ნავი ამოტრიალდა, დაღუპულია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი, არიან დაშავებულები. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო მედია წერს, შემთხვევა გუიჯოუს პროვინციაში მოხდა. ნავზე 84 ადამიანი იმყოფებოდა, 83 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მნიშვნელობას.

ამასთან, სი ძინპინმა ხელისუფლებას დაავალა ტურისტულ სეზონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.

Details
By ani
ani
May 05
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა. ტრამპმა გასცა დაპირება, რომ მისი ადმინისტრაცია დაასრულებს ვითარებას, როდესაც მძიმე დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირები სათანადო სასჯელის გარეშე რჩებიან.

„ჩვენ აღარ შევეგუებით ამ სერიულ დამნაშავეებს, რომლებიც ჩვენს ქუჩებში სიბინძურეს, სისხლისღვრასა და ქაოსს ავრცელებენ. სწორედ ამიტომ, დღეს ვავალებ ციხეების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროსთან, FBI-სთან და შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად, გახსნან სრულად განახლებული და მნიშვნელოვნად გაფართოებული ალკატრასი, რათა იქ ამერიკის ყველაზე სასტიკი და საშიში დამნაშავეები განათავსონ. ალკატრასის კვლავ გახსნა გახდება კანონის, წესრიგისა და სამართლიანობის სიმბოლო. ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ალკატრასის ციხე ფუნქციონირებდა 1934-დან 1963 წლამდე და ითვლებოდა აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და დაცულ სასჯელაღსრულების დაწესებულებად. იქ იყვნენ განთავსებული ქვეყნის ყველაზე საშიში დამნაშავეები, მათ შორის, ალ კაპონე. შენახვის მაღალი ხარჯებისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო ციხე დაიხურა.

Details
By ani
ani
May 05
მსოფლიო

აშშ-მა რუმინეთს უვიზო რეჟიმი გაუუქმა

რუმინეთი ამოღებულია იმ ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. ინფორმაციას აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო (DHS) ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით იყო მიღებული.

უვიზო რეჟიმის პროგრამის (Visa Waiver Program, Visa Waiver Program) მონაწილე რუმინეთი იანვარში გახდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ ჯო ბაიდენი იყო. მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ამ საკითხის გადახედვა დაიწყო.

„გადახედვა [საკითხის} დამთავრდა და იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაცია [აშშ-ის პრეზიდენტის] განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვრებისა და საემიგრაციო უსაფრთხოებას, შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ რუმინეთი VWP პროგრამიდან ამოღებული უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მიიღო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაციამ რუმინეთი ამ პროგრამაში 2025 წლის 9 იანვარს შეიყვანა. 25 მარტს დაიწყო რუმინეთის სტატუსის გადამოწმება. მომავალში რუმინეთის საკითხი შეიძლება კვლავ იყოს განხილული, თუ ქვეყანა დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ნათქვამია განცხადებაში.

„უვიზო მიმოსვლის პროგრამის მაღალი სტანდარტების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მადლიერები ვართ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რუმინეთთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. შესაძლოა, მომავალში რუმინეთის პროგრამაში ჩართვის საკითხი ხელახლა განვიხილოთ“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილემ, ტრიშა მაკლაფლინმა.

 
 

 

Details
By rusa
rusa
May 03
მსოფლიო

დემოკრატებმა ყველაფერი დაკარგეს, განსაკუთრებით გონება. ეს რადიკალურად მემარცხენე გიჟები კვლავ იმპიჩმენტით არიან დაკავებულნი - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა კონგრესიდან იმ დემოკრატების გარიცხვაზე უნდა იფიქრონ, რომლებმაც მისი იმპიჩმენტის წინადადებები წარადგინეს. თეთრი სახლის ლიდერი იმპიჩმენტის ინიციატორებს ქვეყნის სიძულვილში ადანაშაულებს.

„მათ ყველაფერი დაკარგეს, განსაკუთრებით გონება. ეს რადიკალურად მემარცხენე გიჟები კვლავ იმპიჩმენტით არიან დაკავებულნი. მათ უკვე ჰყავთ ორი „უსახელო“, ნაკლებად პატივცემული კონგრესმენი, ორი სრული ფსიქოპათი, რომლებმაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ „იმპიჩმენტის“ წინადადება უკვე მეოცედ წარადგინეს. რესპუბლიკელებმა უნდა დაიწყონ ფიქრი კონგრესიდან მათ გარიცხვაზე ყველა იმ დანაშაულია გამო, რომლებიც მათ ჩაიდინეს, განსაკუთრებით არჩევნების დროს.

რატომ ვაძლევთ მათ უფლებას, განუწყვეტლივ გამოიყენონ იმპიჩმენტი, როგორც იარაღი აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ბევრს შრომობს? ეს იგივე სცენარია, რომელიც მათ ჩემი პირველი ვადის დროს გამოიყენეს. რესპუბლიკელები არ მისცემენ მათ საშუალებას, კვლავ თავი აარიდონ სასჯელს. ისინი არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ. შესაძლოა, ჩვენც უნდა დავიწყოთ ამ თამაშის თამაში მათთან და გავრიცხოთ დემოკრატები მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს“, - განაცხადა ტრამპმა.

Details
By rusa
rusa
May 03
მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულია 47 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი

რუსულმა ძალებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 47 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კლინიკებში 8 დაშავებული რჩება, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შეტევის შედეგად ქალაქის ოთხ რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები.

ქალაქში გრძელდება შეტევის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება.

Details
By rusa
rusa
May 03

More Articles …

  1. "უკრაინა საკუთარ ბალისტიკას ქმნის - ამოცანაა ამის დაჩქარება" - ზელენსკი
  2. ტრამპმა 11 ნოემბერი და 8 მაისი პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა
  3. ტრამპმა მაიკ უოლცი გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარადგინა
  4. თურქეთში, კურორტ ბოდრუმში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17

Page 13 of 219

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia