Featured Articles
"მქონდა შეხვედრა. ძალიან დეტალურად განვიხილეთ უკრაინის სარაკეტო პროგრამა, ჩვენი რაკეტების შემუშავება და წარმოება. ამოცანაა უკრაინული ბალისტიკის შექმნის მაქსიმალურად დაჩქარება. ჩვენი მოქმედების არეალი უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტური გარანტიაა... რუსეთი კვლავ უარს ამბობს სრულ, გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტაზე - ყველა პარტნიორი უკვე დაიღალა რუსული მანიპულაციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს, შესაბამისად ვიმოქმედებთ როგორც ფრონტზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზეც. ომი იქ უნდა იგრძნობოდეს, საიდანაც დაიწყო".
- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 11 ნოემბერი პირველ მსოფლიო ომში, ხოლო 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა.
„8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ვაცხადებ. ჩვენ ორივე ომში გავიმარჯვეთ. ვერავინ შეედრება ჩვენს ძალას, სიმამაცეს და სამხედრო ოსტატობას, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერი გვიზეიმია - ეს იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს! ჩვენ კვლავ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას!“, - დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლი ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-მა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საქმეში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიკ უოლცი გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარადგინა. მაიკ უოლცი აქამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მაიკ უოლცს შევთავაზებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეერთებული შტატების ელჩად დანიშვნას. მაიკ უოლცი ბევრს მუშაობდა, რათა ჩვენი ერის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა. დარწმუნებული ვარ, რომ ის იგივეს გააკეთებს თავის ახალ როლში. ამასობაში, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას დროებით შეასრულებს, პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტში თავის ძლიერ ლიდერობას გააგრძელებს. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ დაუღალავ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გავხადოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- Details
- By rusa
თურქეთში, კურორტ ბოდრუმში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ბიძგები ადგილობრივი დროით 02:48 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ბოდრუმი იყო - 7 კილომეტრის სიღრმეზე.
- Details
- By iaiaia
ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან დაითხოვა იმ სამეცნიერო ანგარიშის ყველა, 400-მდე ავტორი და მეცნიერი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებზე კლიმატის ცვლილების გავლენას იკვლევს. ამის შესახებ CNN-ი კვლევის ავტორებისთვის გაგზავნილ მეილზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდოს კონგრესის მიერ მოთხოვნილი კლიმატის ანგარიშის გამოშვება, ან შექმნას ალტერნატიული კვლევა, რომლის შინაარსიც, სავარაუდოდ, უფრო სკეპტიკური იქნება კლიმატის მეცნიერების მიმართ.
აშშ-ის კლიმატის ეროვნული შეფასების ანგარიში ბოლოს 2023 წელს გამოიცა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება ქვეყნის ყველა რეგიონზე ახდენს გავლენას, იწვევს გახშირებულ სტიქიებს და სხვა ზარალს.
ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს რიგით მეოთხე შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელზეც მეცნიერებმა, ძირითადად, ობამას ადმინისტრაციის პირობებში იმუშავეს. ანგარიშის დამალვა მაშინ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მადლიერების დღის შემდეგ გამოქვეყნებით სცადა. კონგრესის ბრძანებით, შეფასების ანგარიში გლობალური ცვლილების კვლევის პროგრამის ფარგლებში, ყოველ 4 წელიწადში უნდა გამოქვეყნდეს. შესაბამისად, შემდეგი კვლევა 2027 წელს უნდა დასრულდეს.
როგორც კლიმატის მეცნიერებმა CNN-თან აღნიშნეს, შეფასების ანგარიშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ოფიციალური პირებისთვის რეგიონულ, სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეებზე. ისინი ასევე ღიად საუბრობენ რისკებზე, რომლებსაც ალტერნატიული ანგარიში გამოიწვევს.
“ანგარიშის გაუქმების გამო ექსტრემალური ამინდისთვის, ტყის ხანძრებისთვის, ზღვის დონის ზრდისა და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის მოუმზადებლები ვიქნებით”, - განაცხადა სან ხოსეს უნივერსიტეტის პროფესორმა, დასტინ მულვეინიმ.
400 მეცნიერის დათხოვნას წინ უსწრებდა NASA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტა საკონსულტაციო ფირმა ICF-თან, რომელიც თავის მხრივ გლობალური ცვლილებების კვლევის პროგრამასთან თანამშრომლობს, რაც პირველი ინდიკატორი იყო, რომ შეფასების ანგარიში პოტენციურად შეფერხდებოდა.
- Details
- By ani
More Articles …
Page 14 of 219