Featured Articles
კანადაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. კანადელები ხმის მიცემას იწყებენ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში, სადაც საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:30 საათზე გაიხსება.
როგორც „ბიბისი“ წერს, სულ მცირე 7.3 მილიონმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა ადრეული ხმის მიცემა, რაც 25%-ით მეტია 2021 წლის ფედერალურ არჩევნებთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ არჩევნების დღეს რეკორდული აქტივობა იქნება.
კანადაში რეგისტრირებულია 16 პარტია, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მათგან მხოლოდ ხუთს აქვს პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი: მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ხელმძღვანელობით „ლიბერალურ პარტიას“, პიერ პოლიეფის ხელმძღვანელობით ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას, ასევე ახალ დემოკრატიულ პარტიას, მწვანეთა პარტიას და სეპარატისტულ კვებეკის ბლოკს.
მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში გამოკითხვებში კონსერვატორები ლიდერობდნენ, ლიბერალური პარტია ამჟამად არჩევნების მთავარ ფავორიტად ითვლება, რომელსაც ახალ პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვების მაღალი შანსი აქვს. არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, სამშაბათს ღამით გახდება ცნობილი.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პუტინს, გამოხატოს ერთგულება მშვიდობისადმი და შეწყვიტოს ბრძოლა უკრაინაში.
„მინდა, რომ მან შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას. ვფიქრობ, რომ გვაქვს პირობები გარიგების დასადებად და მინდა, რომ მან ხელი მოაწეროს, დაასრულოს ეს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.“- უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა „ვფიქრობ, შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში...ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ რაკეტები რუსული მხრიდან იყო“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის დროს მათ ოკუპირებული ყირიმის საკითხის მოკლედ განხილვა მოახერხეს. ზელენსკიმ კი ვაშინგტონს მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი გადასცეს.
“მას მეტი იარაღი სჭირდება და ვნახოთ რა მოხდება. მინდა ვნახო, რა მოხდება რუსეთთან მიმართებითაც, რადგან გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ მათ დისკუსიების შემდეგ უკრაინა დაბომბეს“ - ამბობს ტრამპი.
ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ ზელენსკისა და მისი ურთიერთობა არასდროს ყოფილა ცუდი და თეთრ სახლში მომხდარი დავა, მხოლოდ „მცირე დაბრკოლება“ იყო: - „ვხედავ, რომ უფრო მშვიდია. ვფიქრობ, სურათი ესმის. და ვფიქრობ, გარიგების დადება სურს.“ - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
- Details
- By iaiaia
დიდ ბრიტანეთში თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შეიარაღებული მამაკაცი ლიდსში გამვლელებს დაესხა თავს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცავებმა თავდამსხმელი უკვე დააკავეს.
მან სავარაუდოდ, თვითდაზიანებები მიიყენა. პოლიცია დანაშაულის მოტივს იკვლევს.
- Details
- By rusa
ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა რომში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ დამიდასტურა. ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად უნდა მშვიდობა,“ - წერს ემანუელ მაკრონი.
- Details
- By rusa
რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
დაკრძალვა ვიწრო წრეში გაიმართა რამდენიმე კარდინალის, ასევე ფრანცისკეს პირადი ექიმის, მასიმილიანო სტრაპეტის მონაწილეობით.
წმინდა პეტრეს მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა 200 ათასს აჭარბებდა.
დაკრძალვის ცერემონიალს სახელმწიფოების მეთაურები დაესწრნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებოდა. დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 17 of 219