Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

ცერემონიაზე მთელი მსოფლიოდან 200 000-ზე მეტ ადამიანს ელოდებიან. უშიშროების სამსახურის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა წმინდა პეტრეს ბაზილიკა და მოედანი. პერიმეტრზე სნაიპერებთან ერთად მობილიზებულია 2000-ზე მეტი კარაბინერი. 

რომში დღეს, 170 ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციას ელოდებიან. მათ შორის იქნებიან პრეზიდენტი ტრამპი, ესპანეთის, შვედეთის, ბელგიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, პრეზიდენტები მაკრონი და ზელენსკი, ასევე ევროკავშირის ლიდერები.

Details
By rusa
rusa
Apr 26
მსოფლიო

„საუბარმა საშუალება მოგვცა, დაგვეახლოებინა პოზიციები" - კრემლში პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა დასრულდა

კრემლში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა. როგორც პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.

„საუბარმა საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო დაგვეახლოებინა რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობასაც.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უშაკოვიც და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევიც.

Details
By iaiaia
iaiaia
Apr 25
მსოფლიო

ახლა ყირიმის სტატუსის განხილვის დრო არ არის - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სტატუსის განხილვის დრო არ არის.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა, ხოლო ზელენსკის სიტყვები ზიანს აყენებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

„დონალდ ტრამპი დე ფაქტო სიტუაციას აღწერს. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთს მოქმედების თავისუფლება უნდა მივცეთ? არა. ყირიმის სტატუსის საკითხი დროული არ არის და ჩვენ არ უნდა გადავწყვიტოთ ის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

Details
By rusa
rusa
Apr 24
მსოფლიო

„ვლადიმირ, შეჩერდი!“ - დონალდ ტრამპი პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ  მიმართა, რაც 24 აპრილს კიევში 12 ადამიანი დაიღუპა რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული შეტევის შედეგად.

"არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე.  არასაჭიროა და ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი!

კვირაში 5000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება“, - დაწერა ტრამპმა.

 

 

Details
By rusa
rusa
Apr 24
მსოფლიო

"ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, ახლა ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ" - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწია და ახლა ჯერი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეა.

ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა "მოსალოდნელზე უფრო რთული" აღმოჩნდა.
"ვფიქრობ, რუსეთი მზადაა. ბევრმა თქვა, რომ რუსეთი ყველაფრისთვის მზადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს. ზელენსკისთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ... მეგონა, მასთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს უფრო რთული აღმოჩნდა", - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოგვინებით, ტრამპმა ასევე თქვა: "მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან შეთანხმება გვაქვს".

ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად, გაემგზავრება. უიტკოფი რუსეთში 11 აპრილსაც იყო, სადაც ვლადიმერ პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.

Details
By ani
ani
Apr 24

More Articles …

  1. აშშ-მა შესაძლოა, კვლავ დააწესოს ორმხრივი ტარიფები ზოგიერთ ქვეყანაზე
  2. "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მისწრაფებები არის ძალიან მტკიცე მოთხოვნა ევროპელებისთვის" - მაკრონი
  3. ტრამპი ჩინეთისთვის ტარიფების შემცირებას განიხილავს
  4. სტამბოლში ძლიერი მიწისძვრის გამო სკოლები 2 დღით იხურება - რა ვითარებაა გზებსა და აეროპორტებში
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22

Page 18 of 219

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia