Featured Articles
პაპი ლეო XIV უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ვატიკანმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგს „ტრაგიკული“ უწოდა.
„ეს ყველაფერი ტრაგიკულია, რადგან ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს იქნებოდა, შესაძლოა, ნელი პროცესი, მაგრამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტით. ამის ნაცვლად ჩვენ უკან, საწყის წერტილში დავბრუნდით. ახლა ჩვენ ვნახავთ, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ სიტუაცია რთულია“, – განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ.
მისივე თქმით, პაპი გეგმავს, ვატიკანი ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინი არ აქვს.
„ჩემი შეფასებით, არ მგონია, რომ აქ [მოლაპარაკებებში] რაიმე გარღვევა გვექნება, სანამ პრეზიდენტი [ტრამპი] და პრეზიდენტი პუტინი ამ თემაზე პირდაპირ არ იურთიერთებენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„იმედი მაქვს, ვცდები. იმედი მაქვს, 100%-ით ვცდები. იმედი მაქვს, ხვალ ახალ ამბებში იტყვიან, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მაგრამ ეს ჩემი შეფასება არ არის“, - დასძინა მან.
- Details
- By rusa
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ჩავიდა. მას პრეზიდენტ ერდოღანთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.
„იყო სიგნალები პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა ეს დღესაც აქ, ანკარაში. რაც შეეხება ჩვენს დონეს, ჩვენი დელეგაცია უმაღლესი დონით არის წარმოდგენილი – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩემი ოფისი, სამხედროები, ჩვენი დაზვერვის წარმომადგენლები, რომ მივიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ, სამართლიან მშვიდობამდე მიგვიყვანოს. რაც შეეხება შეხვედრის მაღალ დონეს, ჩვენ დავიწყებთ შეხვედრას პრეზიდენტ ერდოღანთან, თურქეთის ფართო დელეგაციასთან. ჩვენ კონტაქტი გვაქვს ამერიკულ მხარესთან. ვფიქრობ, რომ ისინიც იქნებიან თურქეთში მაღალ დონეზე წარმოდგენილი. ვნახოთ, რუსების დონე ჩემთვის ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა იქიდან, რასაც ვხედავთ, ის უფრო ბუტაფორულ დონეს ჰგავს. მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მივიღებთ. უნდა გავიგოთ, როგორი მანდატი აქვს რუსეთის დელეგაციას, შეუძლიათ თუ არა მათ რამე გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ყველასთვის ცნობილია, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას.
ზელენსკის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც ზელენსკის „ბუტაფორული“ და „კლოუნი“ უწოდა.
- Details
- By rusa
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი ანკარის აეროპორტში დაეშვა. უახლოეს მომავალში ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ამის შემდეგ, ცნობილი გახდება უკრაინის პრეზიდენტის ნაბიჯები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
- Details
- By ani
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ძალიან ახლოს არის ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტურნეს დროს განაცხადა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, თეირანი „გარკვეულწილად“ დათანხმდა პირობებს.
„ჩვენ ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებში ვართ ირანთა გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გასული კვირის ბოლოს აშშ-ის და ირანს შორის ომანში ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა, რის შემდეგაც მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
- Details
- By ani
More Articles …
- ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს
- ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს
- პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის თურქეთში არ ჩავა - დელეგაციის შემადგენლობა
- აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა ბოლო 25 წლის განმავლობაში - რა მოითხოვა ტრამპმა აჰმედ ალ-შარაასგან
Page 1 of 219