HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

"ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს" - მაია ბუწაშვილი

"ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს" - ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამჟამად, კორონა ვირუსი საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR-ით, ასევე სწრაფი ტესტით.

ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს. ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR-ით, ასევე სწრაფი ტესტით. სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ ასევე აღენიშნებათ ხველა. არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც," - წერს მაია ბუწაშვილი. 

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Aug 20
საზოგადოება

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.

ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა.

ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს.

სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 20
საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი გულწრფელი და თავგანწირული ბრძოლით, თავისი ხალხისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულით.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ წარმატებული ქართველი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო. ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი გულწრფელი და თავგანწირული ბრძოლით, თავისი ხალხისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულით. ასეთი გამორჩეული პატრიოტის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 20
საზოგადოება

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე

ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე 61 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და­ი­წყო 1999 წელს, როცა გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. 1999-2002 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი“. ის მა­ლე­ვე გა­მო­ე­ყო უმ­რავ­ლე­სო­ბას და და­ვით გამ­ყრე­ლი­ძეს­თან ერ­თად შექ­მნა პარ­ტია ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი. 2002 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გახ­და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის სიით. 2003 წელს მას პარ­ტი­ის წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის გა­მოც და­ტო­ვა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი.

2004-2008 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-6 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (თბი­ლი­სის ვა­კის მა­ჟო­რი­ტა­რი), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი „ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი“. 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ი­ცი­ის კან­დი­და­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე. მი­ი­ღო ხმა­თა 25.7%. 2008 წლის 7 ივ­ნი­სი­დან 2008 წლის 20 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-7 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით , სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი „გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია (ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო, მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი)“.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 20
საზოგადოება

რას წერს თურქული მედია სარფის საბაჟოზე შეფერხებების მიზეზზე

სარფის საბაჟოზე, თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური გაუმართაობის გამო მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

თურქული მედიის თანახმად, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტექნიკური შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს დაზიანებული სამგზავრო ესკალატორებია.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავე თურქი ოფიციალური პირები თურქულ მედიასთან ესკალატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზად მძიმე ტვირთს ასახელებენ, რომელსაც საზღვარზე თვითდასაქმებულები აწყობენ.

„როგორც ირკვევა, მგზავრები და მოვაჭრეები ხშირად ათავსებენ მოძრავ ბილიკებსა და კიბეებზე იმაზე მძიმე ტვირთს, ვიდრე დასაშვებია, რაც ტექნიკური გაუმართაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ესკალატორები შეგნებულად დააზიანეს. ოფიციალურ პირების ცნობით, ზოგიერთ პირს შეგნებულად გამოჰყავს მწყობრიდან ეს სისტემები, რათა შემდეგ მგზავრებს მძიმე ბარგის ტარებაში ფული გამოართვან, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა,“ – წერს თურქული მედია.

სარფის საბაჟოს სერვისებით წლის განმავლობაში მილიონობით მოქალაქე სარგებლობს.

სარფის საბაჟოდან პერიოდულად არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომელიც საბაჟოზე არსებულ გრძელ რიგებს ასახავს.

 

 

წყარო: ბათუმელები

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 19

More Articles …

  1. ფერიცვალება გურიაში - ბახმაროში ტრადიციული დოღი და საგამოფენო ბაზრობა იმართება
  2. მართლმადიდებლები ფერისცვალებას ზეიმობენ
  3. სინდისის პატიმრების ანგარიშზე კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ 10 000 ლარი ჩარიცხა - მარიზი კობახიძე
  4. საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინონ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Page 3 of 10

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
    საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
    By ია გრიგალაშვილი
    Aug 22
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გიორგი პატარიძე უხელმძღვანელებს
    სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გიორგი პატარიძე უხელმძღვანელებს
    By ია გრიგალაშვილი
    Aug 22
  • ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს
    ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს
    By რუსა ხავთასი
    Aug 22

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული ოცნების" მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს - "ძლიერი საქართველოს - ლელო"
    By რუსა ხავთასი Aug 15