HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ფერიცვალება გურიაში - ბახმაროში ტრადიციული დოღი და საგამოფენო ბაზრობა იმართება

ბახმაროში ტრადიციული დოღი დაიწყო. ადგილობრივების გარდა მარულაში  ის დამსველევებიც მონაწილეობენ, რომლებიც გურიაში დასასვენებლად იმყოფებიან. საპრიზო ფონდი უკვე ცნობილია. დოღში გამარჯვებულს ოცი ათას ლარს გადასცემენ. 

პარალელურად, ტერიტორიის მიმდებარედ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვები იმართება. ავლებენ ჩურჩხელებსაც. 

ქრისტიანული დღესასწაულია და ასე პომპეზურად აღინიშნება და ყველაზე მეტად სასიამოვნო ეს არის. ყველა მხიაროლობს, გურიის მთელი რეგიონი, - ამბობს დამსვენებელი. 

ასევე უკვე ცნობილია, რომ ბახამროში ელოდებიან ირაკლი კობახიძესაც. ცენტრალურ პარკში უკვე დამონტაჟებული სპეციალური სცენა, საიდანაც "ოცნების" პრემიერი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. 

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 19
საზოგადოება

მართლმადიდებლები ფერისცვალებას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, უფლის ფერისცვალებას აღნიშნავს. იგი უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, როცა უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა, ღრუბლიდან კი მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“. ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება”,- ნათქვამია მილოცვაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 19
საზოგადოება

სინდისის პატიმრების ანგარიშზე კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ 10 000 ლარი ჩარიცხა - მარიზი კობახიძე

"სინდისის პატიმრების ანგარიშზე კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ 10 000 ლარი ჩარიცხა" - ამის შესახებ თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. 

სინდისის პატიმრის დედა კალათბურთელს გვერდში დგომისთვის საჯარო მადლობას უხდის. 

შემთხვევით საქართველოს ბანკის ანგარიშზე..სადაც ირიცხება სინდისის პატიმრების თანხა ვნახე რომ ჩაირიცხა 10 000 ლარი. გავხსენი ესემესი და კალათბურთელ გიორგი ცინცაძეს პატიმრებისთვის ჩაურიცხია ეს თანხა. საჯარო მადლობა მას ამ გვერდში დგომისთვის ყველა პატიმრის სახელით. გვიყვარხარ გიორგი და წარმატებებს გისურვებთ," - წერს მარიზი კობახიძე. 

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Aug 18
საზოგადოება

საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინონ

ესპანეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები.

"ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გალისიაში, კასტილია და ლეონსა, ასევე ექსტრემადურაში ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.

გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს, გაითვალისწინოთ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: საქართველოს საელჩო: +34691387221;  სასწრაფო დახმარება ესპანეთში: 112," – ნათქვამია ინფორმაციაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 16
საზოგადოება

საქართველოს გამოაკლდა დიდი პიროვნება ბატონი რისმაგ გორდეზიანი - ილია მეორე

როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ მკვლევართა რიცხვს გამოაკლდა დიდი მეცნიერი, დიდი პედაგოგი, დიდი განმანათლებელი, გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული დიდი პიროვნება, ბატონი რისმაგ გორდეზიანი, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უწმინდესი რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მის ოჯახს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს უსამძიმრებს.

„ფრიად ვწუხვართ მისი გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს, მის მიერ დაარსებულ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეროვნულ აკადემიას და მის მრავალრიცხოვან მოწაფეებსა და აღზრდილებს, ყველას, ვისთანაც იგი თანამშრომლობდა და ვისთვისაც ძვირფასია ამ შესანიშნავი ადამიანის ღვაწლი და შრომა.

მოხარული ვართ, რომ მას ბოლო წლებში ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოსთანაც.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რისმაგის სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ძალა მარადისობაში დასამკვიდრებლად ბატონი რისმაგისთვის ლოცვითი შეწევნისა“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

85 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი 13 აგვისტოს გარდაიცვალა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 16

More Articles …

  1. სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა, გზა 16 აგვისტოს გაიხსნება
  2. რეჟისორი ოთარ ქათამაძე რეანიმაციაშია – მას დახმარება სჭირდება
  3. სასამართლომ დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
  4. სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Page 4 of 10

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
    საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
    By ია გრიგალაშვილი
    Aug 22
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გიორგი პატარიძე უხელმძღვანელებს
    სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გიორგი პატარიძე უხელმძღვანელებს
    By ია გრიგალაშვილი
    Aug 22
  • ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს
    ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს
    By რუსა ხავთასი
    Aug 22

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული ოცნების" მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს - "ძლიერი საქართველოს - ლელო"
    By რუსა ხავთასი Aug 15