HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, წალკიდან აღმოსავლეთით 5კმ-ში, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:08 საათზე დაფიქსირდა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 13
საზოგადოება

13 აგვისტოს დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

13 აგვისტოს დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება, – ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დარიალის ხეობაში დაგეგმილია ფერდის გაწმენდის სამუშაოები.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ126-კმ130 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) შპს „ჯავახავტოგზამ“ მეკლდეურების მეშვეობით უნდა აწარმოოს ფერდის გაწმენდის სამუშაოები. რის გამოც 2025 წლის 13 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პერიოდულად 30 წუთიანი ინტერვალებით“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 12
საზოგადოება

რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო

მთავრობის განკარგულებით სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში უპატრონო და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამას იწყებს - ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

პროგრამა ითვალისწინებს ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებასა და ვაქცინაციას. უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველთა პოპულაციის ეფექტიან მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენციას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას.

პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

"პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 12
საზოგადოება

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ, 5 სექტემბრამდე ID ბარათი შეღავათიან ფასად აიღონ

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დღეიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უწყების ცნობით, საბუთი მე-10 სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:

„სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა; სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 11
საზოგადოება

სპორტის სასახლის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, სპორტის სასახის მიმდებარედ , "აგროჰაბის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

როგორს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 10

More Articles …

  1. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
  2. 2026 წლიდან აეროპორტებისთვის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის პერიოდული შეფასება სავალდებულო ხდება
  3. ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები იმყოფებოდნენ
  4. კონკურენციის სააგენტომ მედიკამენტებზე ჭარბი ფასის დაწესების გამო 4 ფარმაცევტული კომპანია დააჯარიმა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Page 7 of 10

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
    საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
    By ია გრიგალაშვილი
    Aug 22
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გიორგი პატარიძე უხელმძღვანელებს
    სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გიორგი პატარიძე უხელმძღვანელებს
    By ია გრიგალაშვილი
    Aug 22
  • ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს
    ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს
    By რუსა ხავთასი
    Aug 22

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული ოცნების" მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს - "ძლიერი საქართველოს - ლელო"
    By რუსა ხავთასი Aug 15