თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავისა და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას.
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თხოვს მოსახლეობას იმოქმედონ საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
- Details
- By რუსა ხავთასი
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავისა და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას.
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე – მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი სთხოვს მოსახლეობას, იმოქმედონ საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვან უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11.3 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას. ახალი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს გვერდს აუქცევს.
დღეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების თაობაზე. ტენდერი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას ითვალისწინებს და მისი სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ.
11.3-კილომეტრიანი გზის პროექტი რომელიც დასახლებულ პუნქტებს - გონიოს, კვარიათსა და სარფს გვერდს უვლის:
"საპროექტო გზის ჯამური სიგრძე შეადგენს 11,4 კმ-ს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის და ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე გზის ბოლო მონაკვეთზე, სოფ. სარფის ტერიტორიაზე არსებულ გზაზე, იგეგმება გაფართოებითი სამუშაოების განხორციელება.
საპროექტო გზის დერეფანი იწყება მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან კვანძის მოწყობით, შემდგომ გზა გრძელდება სახიდე გადასასვლელით, რომელიც მოეწყობა მდ. ჭოროხზე. ხიდის შემდეგ, სოფ. ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გაგრძელდება 7,6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გაივლის სოფ. ჭარნალისა და სოფ. ახალსოფლის ტერიტორიებზე. გვირაბის შემდეგ გზა გრძელდება სოფ. სარფის მიმართულებით და ხიდის მეშვეობით, სოფ. სარფის ტერიტორიაზე უერთდება არსებულ (საერთაშორისო მნიშვნელობის E70) საავტომობილო გზას, სადაც მოხდება გზის სავალი ნაწილის გაფართოება საქართველო-თურქეთის საზღვრამდე,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის, აღნიშნულ გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის 29-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი კლდოვანი მასის ჩამოშლაა.
„კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
Page 1 of 10