ივლისში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 456 პირის მიმართ დაიწყო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 151
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 456 პირის მიმართ დაიწყო. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 143 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5.8 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 816 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 343, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 11 შემთხვევა.
2025 წლის ივლისში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 299 შემთხვევა; მუქარა – 249 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 232 შემთხვევა; ძალადობა – 270 შემთხვევა; გაუპატიურება – 10 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა; თაღლითობა – 130 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა – 592 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 167 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 110 შემთხვევა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ოთხი შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლითაც ცხრა შემთხვევა გამოვლინდა.

No article in the selected categories