ახალციხეში 16 წლის ბიჭს 4 არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა

ახალციხეში სკოლის მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. არასრულწლოვანს დაზიანებები სახესა და თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, მას დაბეჟილობები და ტემპერატურა აღენიშნება.

 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს ოთხმა არასრულწლოვანმა "სალაპარაკოდ" მდინარის ნაპირას გაიყვანა, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დაშავებული ახალგაზრდის ახლობელი გამოცემასთან ამბობს, რომ არასრულწლოვნებმა 16 წლის ბიჭისა და მის ძმის ცემა დაახლოებით ერთი თვის წინაც სცადეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"სამოთხის კარიბჭე" თავდამსხმელების ოჯახის წევრებს ესაუბრა. მათი ასაკი 13–16 წელია.

"არ მსურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა და ბოდიშს ვუხდიბავშვს და მის ოჯახს," - ამბობს ერთერთი არასრულწლოვნის დედა.

"ჩემი შვილი სტადიონზე იყო, მაგრამ ჩხუბში არ მონაწილეობდა," - ამბობს მეორეარასრულწლოვანის მამა.  

მესამე ბიჭის მშობელი ადასტურებს, რომ მისი შვილი ჩხუბის უშუალო მონაწილე იყო: "როგორცვიცი პოლიციას აქვს ეს საქმე, შეგიძლიათ მათ მიმართოთ. ახლა თბილისში ვარ, შვილთან არმქონია საუბარი, თუმცა ის იყო უშუალო მონაწილე. დანარჩენზე ჩამოვალ და დაველაპარაკებიმის მშობელს [დაშავებული ბიჭის დედას]".

მეოთხე პირის მშობელმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა