პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება და სქესობრივი კავშირის იძულება - პროკურატურამ 1 პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებული აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. ასევე, დაკავებულმა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და მეგობრებს, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაუგზავნა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნისმოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითდადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისმუქარით, დაზარალებული აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალური ქსელის გამოყენებით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს და მეგობრებს, დაზარალებულის პირადი ცხოვრებისსაიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაუგზავნა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139- მუხლისპირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება) და 157 პრიმა მუხლის პირველინაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) დაუსწრებლადწარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისშუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - წერიაგანცხადებაში