ჯუანშერ ბურჭულაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო სხდომას, თავადჯუანშერ ბურჭულაძეც ესწრებოდა.

იქამდე კი ბურჭულაძე საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა მინისტრმა მილიონ ნახევარზე მეტი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მითითებით, ხელოვნურად გაზარდეს ფასი და მილიონ 333-ი ათასი ლარით უფრო ძვირად შეისყიდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი. იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა 544 ათას ევროდ ესპანეთში სახლი შეიძინა. უკანონო ქონების წარმოშობის წყაროს დამალვის მიზნით კი გააფორმა სესხის და ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულებები წყნეთში უძრავი ქონების გასხვისების შესახებ.