გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 60
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალადაშვილმა სხვადასხვა სამმართველოს მუშაობის შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა. საუბარი ასევე შეეხო დაცვის პოლიციაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
No article in the selected categories
