მობილური ტელეფონის ქურდობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 54
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1980 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1962 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გ.ლ. მალევე დააკავეს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.ლ.-ს მიერ სხვადასხვა დროს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის ამოღებულია ბრალდებულის მიერ გაყიდული კომპიუტერული და მობილური ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
