სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ა.რ, 1984 წელს დაბადებული მ.ნ, 2004 წელს დაბადებული ა.მ. და 2003 წელს დაბადებული ტ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.