სტამბოლში კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 142
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში, პირდაპირ ქუჩაში, ფატალური დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი ყაზახეთის მოქალაქე კურიერსა და საქართველოს ორ მოქალაქეს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მალევე ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა.
არსებული მონაცემებით, ფიზიკური დაპირისპირებისას, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებმა ყაზახეთის მოქალაქეს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. შემთხვევის შემდეგ ეჭვმიტანილები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ქალაქის შესასვლელთან მათი ავტომობილი იპოვეს, თუმცა მასში პირები არ აღმოჩნდნენ, რის გამოც პოლიციამ ტერიტორიაზე მასშტაბური სამძებრო ოპერაცია დრონების გამოყენებით დაიწყო.
როგორც მედია წერს, ჟანდარმერიის ჯგუფებმა ოპერატიული მუშაობის შედეგად, საზღვრის მახლობლად ორი პირი დააკავეს. იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ქვეყნის დატოვებას საზღვარგარეთ გაქცევის გზით ცდილობდნენ.
No article in the selected categories
