კახეთის პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 72
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1977 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში, ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
