პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 52
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, სახელოსნოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
