თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი" აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენოინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვისგანკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვადდაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.