გერმანიის პოლიცია 46 წლის თენგიზ კაკიაშვილს ეძებს-საქართველოს მოქალაქემ ტრამვაიში ცოლს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.საზარელი შემთხვევა ქალაქ გერაში გუშინ მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაკიაშვილი გერაში სავარუადოდ, წლებია ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა, დეტალები არ არის ცნობილი დაშავებული ქალის შესახებ, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება და კონფლიქტი ტრამვაიში დაიწყო, რის შემდეგაც კაცმა ქალს აალებადი ნივთიერება შეასხა და ცეცხლიც წაუკიდა.
გერმანული მედია წერს, რომ მძღოლმა და მგზავრებმა დროულად შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და ქალის გადარჩენა. დაშავებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ადგილობრივები აღნიშნულ ფაქტზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტი ქალაქში არ მომხდარა და ამ ყველაფერს ემიგრაციის პრობლემებს უკავშირებენ. მათივე თქმით, ასეთი დანაშაულების უკან, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ემიგრანტები დგანან.
თავდამსხმელი ქართველი, 46 წლის მამაკაცია. შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოხდა.. საკუთარ ცოლს აალებადი სითხე შეასხა და მისი ცოცხლად დაწვა უნდოდა. ის ამ დრომდე გაქცეულია და პოლიცია ეძებს. პოლიციას უკვე აქვს თავდამსხმელის ფოტო რობოტი და ახლა მას ყველგან ეძებენ. ცნობილია მისი ვინაობაც. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე გაფრთხილებულია. იძებნება თენგიზ კაკიაშვილი. ის ქართველი მიგრანტია გერაში. ჰყავს ცოლი, რომელსაც აალებადი ნივთიერება შეასხა.. მამაკაცს კეპი ეხურა და მუქი ფერის სამოსი ეცვა. ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, არ არის გამორიცხული ახალი დანაშაულის ჩადენის რისკიც არსებობდეს. თუ ძებნილ მამაკაცს დაინახავთ დაუყოვნებლივ შეატყობინეთ პოლიციას. ეს თავდასხმა მკვლელობის მცდელობად ითვლება. ცხადია, თუ ვინმეს საწვავს გადავასხამ და ცეცხლს წავუკიდებ ესე იგი მე მისი მოკვლა მაქვს განზრახული. შემთხვევა დილის ათ საათზე ტრამვაიში მოხდა. ლუზანის დასახლებასთან ახლოს. აალებადი ნივთიერება წვენის ბოთლში იყო ჩასხმული. ეს ფაქტი მიუთითებს როგორია მიგრაციის ფონი გერმანიაში. თავდამსხმელი ფაქტია საშიშია საზოგადოებისთვის. ასეთი შემთხვევები ჩვენთან იშვიათად ხდება, თუმცა, თუ მაინც მსგავსი ფაქტები ხდება, ძირითადად დანაშაულის მონაწილეები მიგრანტები არიან, - აცხადებს ერთ-ერთი “იუთუბერი.“
შემთხვევა გერაში მოხდა. კაცმა ქალს ბენზინი შეასხა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. ქალი მძიმედ დაშავდა, მას ადგილზე ჩაუტარეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი სამაშველო ვერტმფრენით კლინიკაში გადაიყვანეს. ეს შემთხვევა გვიჩვენებს რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქუჩები. ამ ყველაფერს სჭირდება კრიტიკული რეაგირება. ვკითხულობ კომენტარებს სოციალურ ქსელში და ხალხი წერს, რომ თითქოს ამაში ახალი არაფერია, რომ არ გაჰკვირვებიათ მომხდარი ფაქტი, შეიძლება ასეთი შემთხვევა გვიან ღამით მოხდეს, მაგრამ ეს უმძიმესი ფაქტი დღისით მოხდა. შემდეგ კი თავდამსხმელი გაიქცა. მივმართავ ადგილობრივებს, თუ გაქვთ ინფორმაცია გაქცეული დამნაშავის შესახებ, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია, დაუკავშირდით პოლიციას. თქვენ ნამდვილად უნდა ინერვიულოთ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ეს ნორმალური აღარაა. პოლიციაა ამბობს, რომ როგორც კი ქალს თავს დაესხნენ მგზავრებმა ღილაკს ხელი დააჭირეს და ტრამვაი გააჩერეს. სწორედ ამ დროს გაიხსნა კარი და დამნაშავემ გაქცევა მოახერხა. დაშავებულ ქალს ტრამვაის მძღოლი ეხმარებოდა. იმედი მაქვს დაშავებული ქალის მდგომარეობაა მალე გაუმჯობესდება, ჯერ ჯერობით არ ვიცით რა ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. გამოდის რომ დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაცული არ არის,- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ქალი ამ დრომდე ჰოსპიტალში რჩება და მი გადასარჩენად მედიკოსები იბრძვიან. ჯერჯერობით, უცნობია, რა ხარსხის დამწვრობა აქვს მას მიღებული.