დღეს, 1-ელ მაისს, ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი და ქალი. მეზობლების განმარტებით, შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ მოხდა, ცნობილი კი დღეს გახდა.
შემთხვევის ერთ–ერთ მიზეზად მკვლელობა სახელდება, "სამხრეთის კარიბჭე" ცდილობს მეტი დეტალის გარკვევას. თვალი ადევნეთ ვებგვერდს.
რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია, რედაქცია პასუხს შსს-გან ელოდება.
"სამხრეთის კარიბჭე"