ახალციხეში, ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თავდაპირველად, ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა, როგორც გამოცემას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტმა, დავით მერაბიშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი ბავშვი 2 წლისაა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.