რუსეთში ქართველი მუსიკოსის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყეს - პუტინის რეჟიმი ერეკლე გეწაძის გასამართლებას რუსეთის დროშის და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის ფაქტზე აანონსებს.
RT-ს ცნობაში ნათქვამია, რომ მათ ამის შესახებ რუსეთის მამათა საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი ზგონნიკოვმა აცნობა. აქამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გეწაძის პერფრომანსთან დაკავშირებით სწორედ ზგონნიკოვმა მიმართა.