თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებას. ბაჩიაშვილმა პირველი ინსტანციის გამატყუნებელი განაჩენი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა ბიტკოინები და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მანიპულაცია განახორციელა.

„რეალურად დანაშაულებრივი სქემა წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ. მას ჰქონდა მზაობა, რომ მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვის შესაბამისი მოქმედებები განეხორციელებინა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ორ ვარიანტს გულისხმობდა. პირველი, თუ ეს ბიზნეს-პროექტი გაამართლებდა, მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა. კერძოდ, მიითვისა ბიტკოინები, შესაბამისი აქტივი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მანიპულაცია განახორციელა.

ძალიან მარტივად დასტურდება მისი საქართველოში ყოფნისა და საზღვრის კვეთის ინფორმაციით, რომ ის ხელმისაწვდომი ბოლო პერიოდში, როდესაც მის მიმართ გაჩნდა სამართლებრივად კითხვები არ იყო და ძირითადად, საზღვარგარეთ იყო. ხოლო, როდესაც უკვე მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო, როგორც აღვნიშნე, მან ძალიან ბევრ მანიპულაციას და არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას მიმართა. ის აცხადებდა, რომ მთელი ინვესტიცია იყო მისი.

ის, ოფიციალურად მიმართავს კრიპტოპლატფორმას, რომ მისი მონაწილეობა - კომპანიის სახელიც ემთხვევა და აბსოლუტურად ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ 1,5მლნ-ით დააფინანსა და პლუს პროცენტი. ეს არის გიორგი ბაჩიაშვილის საკუთარი სახელით, პასუხისმგებლობით შექმნილი იმეილი და ეს მტკიცებულება მოპოვებულია, მათ შორის სამართლებრივი დახმარების ფარგლებში. ეს არის აღიარება. ამას ვედავებოდით, სხვას მეტს არაფერს!“, - აღნიშნა პროკურორმა, სადრაძემ.

საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 9 ათასი ბიტკოინის გადახდა დააკისრა.