ივლისში ₾172 000-ის უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური

ივლისში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 21 პირი, მათგან დაკავებულია 10 პირი.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 36 234 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 172 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებოს სამსახურის გარვცელებულ ინფორმაციაში.