გომბორის უღელტეხილზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გუშინ, გომბორის უღელტეხილზე გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე 25 წლამდე კაცი დაჭრეს.

დაშავებული, რომელსაც ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, ამ დროისთვის, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
 მას ღვიძლი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

დამნაშავის ვინაობა უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაცჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.