თბილისის აეროპორტში 111 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 181
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგში 111 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი მებაჟეებმა მოქალაქის ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერებისას იპოვეს. აღნიშნული მედიკამენტების შემოტანა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, თუმცა მოქალაქემ ასეთი დოკუმენტები ვერ წარმოადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

No article in the selected categories