ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს, "ბას ლეინზე" შეეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,  BUS LANE-ზე  ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების, მეხანძრე მაშველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.